ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საინფორმაციო მხარდაჭერა

როგორ „მუშაობს“ kar.ge საინფორმაციო მხარდაჭერა?

დამოკიდებულება გადამწყვეტია! საქმე პატარა იქნება თუ დიდი, თუ აკეთებ უნდა ბოლომდე დაიხარჯო, თუ არა და არც უნდა მიეკარო. ასე მგონია მე!

2 კვირის წინ გავიგე, რომ ყველის სახლში დამბალხაჭოობა იგეგმებოდა. ჰოდა ორგანიზატორებს kar.ge საინფორმაციო მხარდაჭერა შევთავაზე. ნაბიჯი იყო გაბედული, ამბიციურიც, მაგრამ საჭიროც; kar.ge ხომ სწორედ მსგავსი აქტივობებისათვის შევქმენით. თანაც საიტზე სხვადასხვა დადებული შინაარსზე რეაქციებიდან გამომდინარე უკვე „ვიგრძენი“ ჩვენი აუდიტორიის ინტერესი ქართული თემების მიმართ და …

kar.ge საინფორმაციო მხარდაჭერის ფარგლებში კონკრეტულად გაკეთდა შემდეგი:

  • 12 დღის განმავლობაში ღონისძიების ბანერი ge-ს ყველა გვერდზე პრიორიტეტულ ადგილზე იყო განთავსებული. ეს ბანერი kar.ge -ზე ნახა მინიმუმ 60,000 განსხვავებულმა ადამიანმა;
  • 12 დღის მანძილზე დავწერე მხოლოდ 1 სტატია ანონსი [პირველ დღეს], რომელიც სამი სხვადასხვა თიზერით სამჯერ გავაზიარე ჩვენი მეგობრების Facebook პროფილებზე და გვერდებზე. ამ გზით მოვლენის გზავნილი სამჯერ გამოჩნდა მინიმუმ 300,000 ჯამური Like-ის მქონე გვერდებზე და ge გუნდის წევრთა დაახლოებით 30,000 მეგობართან;
  • აღარ ვათვლი კომენტარების და გაზიარებების მეშვეობით რამდენთან გამოჩნდებოდა კიდევ ჩვენი გზავნილი;
  • 18-ში უშუალოდ დამბალხაჭოობის დაწყებისას გავუშვი კიდევ ერთი სტატია;
  • რაც მთავარია: მუდმივი კომუნიკაცია მქონდა საიტის/Facebook-ის მეშვეობით ყველა იმ ადამიანთან, ვინც თუნდაც ერთი შეკითხვა დასვა თემასთან დაკავშირებით;

შედეგი?

შედეგი ყოველთვის ერთობლივი შეწყობილი მუშაობის შედეგად დგება. ამ „უღელში“დამბალხაჭოს შეფუთვაზე მიკრული ეტიკეტიდან დაწყებული საიტზე დადებული სტატიის სურათის ჩათვლით ყველა „გამწევი ძალა“ თავისას აკეთებს. აი შედეგი: იმდენი ხალხი მოვიდა დამბალხაჭო ორ დღიანი ღონისძიების პირველ დღეს [18-ში] უკვე 4 საათისთვის აღარ იყო. ერთის მხრივ გამიხარდა, მეორეს მხრივ კი მეწყინა, რომ ბევრი მსურველი დარჩა პროდუქტის გარეშე. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასეთ ინტერესს არავინ ელოდა.

აი ფოტოებიც …

დამბალხაჭოობის მაღალხარისხიანი ფოტოების გადაღებისათვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ საქმის პროფესიონალს – ბნ. შალვა ჯანიაშვილს. სურათების სანახავად ეწვიეთ – Shalva Janiashvili Photography. ამ სტატიის მთავარი სურათიც მისი გადაღებულია.

მადლობა kar.ge გუნდს და ყველა მხარდამჭერს!

kar.ge გუნდს და მხარდამჭერებს განსაკუთრებული მადლობა. თქვენს გარეშე დამბალხაჭოობის ასეთი ეფექტური მხარდაჭერა ვერ მოხდებოდა. წინ დიდი საქმეები გველის …

 

მომავალი ღონისძიებების ორგანიზატორებს: თუ თქვენი ღონისძიება kar.ge მისიას შეესააბამება, გვაცნობეთ და მხარს დაგიჭერთ!