ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

საზღვარგარეთ ქართული რესტორნები, კაფეები, მარკეტები და ონლაინ მარკეტები რომლები იცით?

უამრავმა ჩვენებურმა, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა ემიგრანტმა მომწერა ამ დღეებში და მკითხა თუ სად, რა და როგორ შეეძლოთ ეყიდათ ქართული ნაწარმი (1-30 დეკემბრის პერიოდში 30 დღიანი გამოწვევა მიმდინარეობს ქართული ნაწარმის პოპულარიზების და გაყიდვების ზრდის მიზნით). სამწუხაროდ, ძალიან ბევრისთვის პასუხი არ მქონდა. არადა ეს ინფორმაცია ყველას გვაინტერესებს.

ამიტომაც მინდა მოგმართოთ თქვენ, თითოეულ თქვენგანს …

გთხოვთ მომწერეთ ყველა იმ 1) ქართული რესტორნის, 2) კაფეს, 3) ქართული მარკეტი ან 4) ონლაინ მარკეტის მისამართი / FB გვერდი / ვებსაიტი, რომელის საქართველოს ფარგლებს გარეთ არის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში / ნებისმიერ ქალაქში და სადაც საქართველოდან ექსპორტირებული ნაწარმი იყიდება. თუ ვიცით დავწეროთ ის არაქართული ობიექტებიც, სადაც ქართული ნაწარმი იყიდება.

ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით:

  1. ელ.ფოსტით – info@kar.ge
  2. ამ გვერდის ქვემოთ კომენტარის სახით
  3. მომწერეთ პირდაპირ მე – ტარიელ ზივზივაძეს Facebook-ზე

შეკრებილი ინფორმაცია ემიგრანტებს, ექსპორტიორებს, მწარმოებლებს და ა.შ. ყველას გამოადგება. შევკრებთ და განვათავსებთ kar.ge-ზე.