ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სავსე სენდვიჩი

სავსე სენდვიჩი უკვე გასინჯეთ? ნუთუ?

რომ იცოდეთ რამდენი ხანია მინდა ამ პროდუქტის შესახებ დაწერა kar.ge-ზე … ფაქტიურად მისი გლდანი მოლში პირველად დანახვის დღიდან, რაც თუ არ ვცდები 2 თვის წინ იყო. გავაქტიურდით kar.ge და აი სტატიამაც არ დააგვიანა …

იმდენად კარგ ადგილას არის დადგმული „სავსე“-ს დახლი, რომ შეუძლებელია თვალი ააცილო. გლდანის მეტროთი მოსარგებლე მოსახლეობის პრატიკულად ნახევარს თვალში დღეში ორჯერ ხვდება. ბრავო! იმედია გაყიდვებიც ადექვატურია. ეხლა კი ჩვენი მიმოხილვა:

მწარმოებელი
სს თი კაპიტალ
საკონტაქტო ტელეფონი: 577 05 75 78

წარმოების ადგილი
თბილისი.

ასორტიმენტი
ასორტიმენტში რამოდენიმე სახის სენდვიჩია 1.3 ლარიდან 2.5 ლარამდე ფასში. Facebook გვერდზე უკეთესს შთაბეჭდილებას შეიქმნით.

ბრენდინგი
აქვს ლოგო, ბრენდული სახელი, სლოგანი რაღაც ვერ შევამჩნიე ეტიკეტზე. ვისურვებდი ვებსაიტი ჰქონოდა. სახელი – „სავსე“ მომწონს. კარგად „ჯდება“ თემაში …

ხარისხი
ძალიან კარგი! მე დღეს ერთი ცალი კოჩიდო ვიყიდე ხამონითა და ყველით, გასასინჯად. ოჯახის ყველა წევრს მოეწონა.

ინგრედიენტები
ბაგეტი [ეს რა არის ნეტა?], ხამონი [ეს ესპანური ვიჩინაა როგორც ვიცი. ისე, რაჭული მერჩივნა აშკარად], სალათის ფოთოლი, მაიონეზის სოუსი, სანელებლები, ყველი.

ფასი & ყიდვის ადგილი
გლდანი მოლი. 2.5 ლარად ვიყიდე. იყიდება დახლ მაცივრიდან, სადაც პროდუქტის შენახვისათვის სთანადო პირობებია შექმნილი.

შეფუთვა
მშვენიერი, გესიამოვნება რომ შეხედავ. თან ცელოფნის პარკშია შეფუთული. გარედან ეტიკეტითაა. სხვადასხვა სენდვიჩს სხვადასხვა ეტიკეტი აქვს.

ვებსაიტი/FB გვერდი
ინებეთ  – https://www.facebook.com/სავსე-სენდვიჩები-104707093237787/

 

მიხარია, რომ ნორმალურად შეფუთული „სწრაფი“ საკვები გაჩნდა ქალაქში. ეს სურათები იქ გადავიღე, სადაც დღეს სავსე სენდვიჩი ვიყიდე.

 

და ბოლოს,

რამე ახალ პროდუქტს მოჰკრავთ თვალს? აუცილებლად შემატყობინეთ …