ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
„KAR.GE საექსპორტო კატალოგი2017“ საქმიან დილაში წარსდგაTV პირველზე

„KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“ საქმიან დილაში წარსდგაTV პირველზე

უღრმესი მადლობა საქმიან დილას მხარდაჭერისათვის! ხვალ, 6 აპრილს დიდი პრეზენტაცია გვაქვს. გაკეთდა სერიოზული საქმე და ჩვენ გვინდა მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.

რა გაკეთდა?

მოძრაობა KAR.GE-ს მიერ შექმნილი “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017” პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემაა, რომელშიც 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმია თავმოყრილი ფოტოებით, აღწერილობებით და საკონტაქტო ინფორმაციით. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. PDF ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.