ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: 11 აპრილს “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2019“-ის პრეზენტაცია გაიმართება

2019 წლის 11 აპრილს, ხუთშაბათს, მოძრაობა KAR.GE-ს ყოველწლიური გამოცემის – “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს პრეზენტაცია შედგება. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. კატალოგში 55 გამორჩეული კომპანიის 65 ბრენდის ასობით პროდუცია … ჯამში 462 ჩანაწერია წარმოდგენილი.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგელები, ბიზნეს ომბუდსმენი, კატალოგში ჩართული მწარმოებლები, მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორები და თანამოაზრეები, ბიზნეს ასოციაციები, ექსპორტიორები, ანალიტიკოსები და მედია. ყველა სტუმარს ბეჭდური კატალოგი საჩუქრად გადაეცემა. შედგება რამოდენიმე ახალი ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.

მოძრაობა KAR.GE უამრავი პარტნიორის მეშვეობით “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გაავრცელებს.

ეს დახურული ღონისძიებაა, სადაც დასწრება მხოლოდ მოწვევითაა შესაძლებელი. თუ დასწრება გაინტერესებთ დაგვიკავშირდით 577 73 79 64.

საკონტაქტო პირი:
ტარიელ ზივზივაძე
მოძრაობა KAR.GE
577 73 79 64
info@kar.ge
https://kar.ge

PS
“KAR.GE Export Catalogue 2019” ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ!