ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

როგორ იცავს ყატარი თავის ადგილობრივ მწარმოებელს? აი მაგალითი …

კატარი, ყატარი – სახელმწიფოა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარკუნძულზე. დედაქალაქი – დოჰა. 2,6 მილიონი მოსახლიდან 313 ათასი არის მოქალაქე, დანარჩენი კი ექსპატრიატი. 2018 წლის მშპ თითქმის 184 მილიარდი USD შეადგენს, რაც ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 66,000 USD არის (6-ე მსოფლიოში).

ეს ისე, ინფორმაციისთვის, რომ იცოდეთ რა ეკონომიკაზე გესაუბრებით …

ქვეყანაში, რომელიც ნავთობითა და გაზითაა მდიდარი (მსოფლიოში მესამე ადგილზე ბუნებრივი გაზის მარაგით), თითქმის ყველაფერი იმპორტირებულია. აქ არ არის მიწათმოქმედებისათვის ვარგისი მიწა. რომც იყოს სადმე ვარგისი მიწის ნაკვეთი, ქვიშის ქარბუქების გამო ზედ რამის მოყვანა უპერსპექტივოა. ამიტომაც თუ რამ მოჰყავთ, სათბურებში მოჰყავთ და თითოეულ ადგილობრივ წარმოებას თვალის ჩინივით უფრთხილდებიან.

მაგალითად ავიღოთ კიტრი. არის ადგილობრივი წარმოება (სათბურები) და არის იმპორტი ლიბანიდან, თურქეთიდან, იორდანიიდან და ა.შ.

ყატარის მთავრობა სწავლობს ბაზარს, როგორც ადგილობრივს, ასევე საერთაშორისოს და ადგენს კიტრის მინიმალურ საბაზრო ფასს (დახლზე ფასს, რომელსაც მყიდველი იხდის) ისეთს, რომელიც ადგილობრივი მწარმოებლისათვის არის „მისაღები“. დავუშვათ ეს არის კილოგრამზე 5 რეალი (1 USD = 3.64 Real). ეს ნიშნავს, რომ ამ ფასში კიტრის გაყიდვა ადგილობრივ მწარმოებელს „ამუშავებს“. ინებეთ სათანადო გვერდი ყატარის ეკონომიკისა და კომერციის სამინისტროს ვებსაიტზე, სადაც რამოდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასია მოცემული. თუ დაათვალიერებთ, კიდევ ბევრს ნახავთ.

ცხადია ყველა იმპორტიორს შეუძლია შემოიტანოს კიტრი და გაყიდოს შიგა ბაზარზე, მაგრამ მათი საბაზრო ფასი ვერ იქნება სამინისტროს მიერ დადგენილ ფასზე დაბალი. შედეგად, ადგილობრივი წარმოების განვითარება პრაქტიკულად გარანტირებულია!

ინფორმაციის მოწოდებისათვის დიდი მადლობა ყატარში მყოფ ჩვენს თანამემამულეს, ბნ. პაატა გიორგაძეს.

შეკითხვა დასაფიქრებლად:

ნუთუ ყატარში, 184 მილიარდ USD ეკონომიკაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ 66,000 USD შეადგენს, სულელები არიან რომ ადგილობრივ წარმოებას იცავენ?