ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რვეული

რვეული – არ მეგონა ამასაც თუ ვაწარმოებდით საქართველოში

ქართულია & kar.ge-ა!

გუშინდელ დღემდე არ მეგონა თუ საქართველოში რვეულსაც აწარმოებდნენ. შემთხვევით გადააწყდა ჩემი მეუღლე ბაზრობაზე ბავშვებისთვის სკოლის ინვენტარის ძებნის დროს.

თავად რვეულზე ბევრი არაფერი აწერია. მხოლდო ორი რამ: IBERIA 2005 [კომპანიის დასახელება] და შტრიხ კოდი – 4860107160085. რომ არა შტრიხ კოდის 486-ით დაწყება, ვერც კი ვიფიქრებდი რომ ქართული წარმოებისა იყო. უცებ გავქექე ინტერნეტი და აღმოვაჩინე facebook გვერდი. მისამართი – თბილისი, ქინძმარაულის ქ 5., 2708747.

ამიერიდან მეცოდინება რომელი რვეული უნდა ვიკითხოთ როცა დაგვჭირდება …

 

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.