ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რელიზი: მოძრაობა KAR.GE და World-OKTA 15 მწარმოებლის პროდუქციას სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპო – IFFE 2018-ზე წარადგენენ

2018 წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში იმართება ფერმენტირებული საკვების მე-16 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2018 – http://www.iffe.or.kr/), რომელშიც საქართველოს დელეგაცია მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ხელმძღვანელობით უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას. IFFE 2018-ში ქართული მხარის ჩართულობას მხარს უჭერს საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში.

IFFE 2018-ზე ორგანიზატორები 15 ადგილობრივი მწარმოებლის ნაწარმს წარადგენენ: შპს „ამოჭამე“-ს წარმოებული „წიწაკის მურაბა“ და „ხახვის მურაბა“; შპს „ანასეული კომბინატი“-ს წარმოებული „გურული ხილის ოტკა“ და „ანასეულის ჩაი“; შპს „გრინტეჩი“-ს წარმოებული სეზამის ზეთი; შპს „ფარკონი“-ს წარმოებული სანელებლები და დაფნა; ი.მ. „შაკო ქარჩავა“-ს წარმოებული კოლხური თაფლი; შპს „სკა“-ს წარმოებული აკაციის, წაბლის, მაისის და ცაცხვის თაფლები; შპს „სუბკულტურა“-ს წარმოებული თაფლის დისტილატი „მიდამო“; შპს „კორი“-ს წარმოებული ლიქიორი „ბაბალე“ და მატონიზებული სასმელი „ჭოჭი“; შპს „კამპა“-ს წვენები; ი.მ. „ეკა დოჯურიშვილი“-ის წარმოებული დამბალხაჭო; ი.მ. „ლევან მიქელაძის“ მიერ წარმოებული თუშური ქუმელი; ბაქმაზი; შპს „დიასახლისი“-ს წარმოებული ჩურჩხელა „Merry” და ღვინო „კარდუელი“; Geomusicbox-ის წარმოებული სუვენირები; ჯააძის თაფლი (მაისის თაფლი).

საკონტაქტო პირი:
ტარიელ ზივზივაძე
მოძრაობა KAR.GE
დამფუძნებელი
+995 577 73 79 64
info@kar.ge
https://kar.ge