ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ყაზბეგი

რა ხდება ყაზბეგში 11 სექტემბერს?

პარასკევი, 2015 წლის 11 სექტემბერი , 12:00, თექის სახლი, ყაზბეგის ქუჩა 51,დაბა სტეფანწმინდა.

პარასკევს, 11 სექტემბერს, ევროკავშირი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტეფანწმინდაში გამართავს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაციას. პროგრამა დაიწყება სამი საპილოტე პროექტით, რომელიც განხორციელდება ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. პროექტი ერვოკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობით არის დაფინანსებული და განხორციელდება ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში. რეგიონული განვითარების პრინციპი ადგილობრივი თავისებურების გათვალისწინებას ეფუძნება და მიზნად ისახავს თემისა და თვითმმართველობის გაძლიერებსა და მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ განსაზღვრონ რეგიონის პრიორიტეტები და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია.

ამ პრინციპის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო რეგიონული განვითარების პროგრამა, რომელიც სამ რეგიონში საპილოტე პროექტის სახით განხორციელდება და სამომავლოდ დანარჩენ რეგიონებზეც გავრცელდება, რაც საქართველოს დაეხმარება ეფექტური და ევროპულ გამოცდილებზე დამყარებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge ან Facebook-ზე ღონისძიების გვერდს.

 

ფოტოს წყარო.