ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რამდენს ხარჯავს უცხოელი ტურისტი საქართველოში?

რამდენს ხარჯავს უცხოელი ტურისტი საქართველოში?

გაგანია ტურისტული სეზონია …

რაც ძალიან კარგია, ძალიან …

უფრო კარგი კი ისაა, მსგავს სტატისტიკას რომ იგებ …

ტურისტების მიერ გაწეული ხარჯების სტატისტიკას რამდენი ხანია ვეძებ და აი ახლახან აღმოვაჩინე. მადლობა ბნ. გივი მომცემლიძეს, რომელმაც თავის FB პროფილში დაწერა ეს ანალიზი. ბუნებრივია დავინტერესდი და კიდევ უფრო ღრმად “შევტოპე” საკითხში, საინტერესო რამეებიც აღმოვაჩინე, თუმცა მთავარს დავუბრუნდეთ.

 

data

 

რასაც ზემოთ ხედავთ ფრიად საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს; წლების მიხედვით მოცემულია თუ რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში. ორი დასკვნა:

  1. ყოველი ტურისტი 800+ USD ხარჯავს და ეს სტატისტიკა წლების განმავლობაში მზარდია;
  2. შემოსული ტურისტების რაოდენობაც 2014 წლის ჩათვლით მზარდია;

რას ეყრდნობა ეს მონაცემები?

  1. შსს-ს საზღვრის კვეთის სტატისტიკა [3-ე გვერდი]
  2. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში საგადასახდელო ბალანსის შესახებ [146-ე სტრიქონი]

დანარჩენი მათემატიკაა.

მეტი ტურისტი = მეტი განვითარება = ქვეყნის წინსვლა = თქვენი და ჩემი მზარდი კეთილდღეობა!

გვახსოვდეს ეს!