ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
პოზიტივი
პოზიტივი

დღეს სიცილის დღეა – პოზიტივი გადამდებია!

ქართულია & kar.ge-ა!

მე  ვარ გურული, მიყვარს გურია, ძალიან ლამაზი და მხიარული მხარეა და დღეს გადავწყვიტე გაგამხიარულოთ ნამდვილი გურული სახალისო ამბებით:

ვისაც ნამდვილ გურულებთან გქონიათ შეხება კი იცით ჩვენი ენაკვიმატობის ამბავი, ჩემი შემოთავაზებული ანეგდოტებიც ეცადეთ წაიკითხოთ გურული ინტონაციით, პოზიტიურ განწყობას გისურვებთ. 🙂

 

1.

გურულს სტუმრები მოუვიდა და გაშლის სუფრას. ერთმა სტუმარმა გადაჭამა სუფრაზე თუ რამე ნახა,
გურულმა ვეღარ მოითმინა და უთხრა:
შენ ძამია ამაღამ მაცივარში თუ არ დაგაწვინე გაგიფუჭდება მაი საჭმელი მუცელში;

2.

კაცი მიდის გურულ მამაოსთან და შეწუხებული სახით ეუბნება:
– მამაო, 2 დღეა რაცხა თავი მტკივა ნამეტანი და მიშველე რამეო.
მამაო ეკითხება – მონათლული თუ ხარ?
– კი მამაო
– დილით და საღამოს ლოცულობ?
– კი მამაო – პასუხობს კაცი,
– მარხვას იცავ?
– კი –
–ცოლს ხომ არ ღალატობ?
– არა მამაო
– აღსარებას რეგულარულად აბარებ?
– კი მამაო. . .
მამაო დაფიქრდა, მერე მოჭუტული თვალით თავზე შეხედა და ეუბნება
– რას გეტყვი ბიძიკო იცი? შარავანდედი გიჭერს პატარაზე მგონია და გეიწევს აწი, ზაფხული მოდისო

3.

ერთი გურული მეორეს შეხვდა:
_ რავაა, ძამა, შენი სიდედრი?
_ მიდის ნელ-ნელა ზალისკენ.
ერთი კვირის მერე ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.
_ რავაა, ძამა, შენი სიდედრი, _ ისევ ეკითხება ერთი მეორეს.
_ მიდის ნელ-ნელა ზალისკენ.
_ რაია ძამა, ამდენი სიარული, მეორე სოფელში გაქ მაი ზალა?!

4.

გურული ამერიკიდან ურეკავს დედას:
-ნენა! ნატოიამ იმშობიარა. დეიბადა ბიჭი, მარა რძეი არ აქ და ზანგის ქალი აჭუმს ძუძუს! ალბათ ამიზა ბაღანე თლათ თეთრი არაა! სხვაი ჯამთელათაა!
-ნენა ზურია! ხუთი ბაღანე გავაჩინე. რძეი არც მე არ მქონდა. ჩვენი ძროხის რძეით გაგზარდეთ, მარა რქები მარტუე შენ ამოგივიდა.

5.

ორი მოხუცი გურული საუბრობს
– ოთხმოცდაათი წლის, რომ გავხთი სწორი ნაწლავი ამტკივდა და რაცხა წამალი გეცოდინება
– რაის წამალი გინდა, ნაწლავი კი არა ოთხმოცდაათ წელს ჩუგუნის ტრუბა ვერ ძლებს

6.

გურიაში ძაან მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გარდაიცვალა, გასვენებაში მეზობლის, თავწაკონილმა, ქალმა დაატირა:
– ნენაააა ნენააა, ძვლივს რავარც იქნა მიადეი ფეხებიიი ერთმანეთზეეე

7.

გურული სტუმრადაა. ოთხჯერ ამოუსვა ჩახოხბილში კოვზი და ოთხჯერვე ქათმის ფრთა ამოყვა.

გაბრაზებული გურული მიუტრიალდა მასპინძელს და ეუბნება: რაია ძამა ვერტალიოტი დაკალით?!

8.

ორი გურული ნადირობს, შუა ნადირობისას დაინახავენ მტაცებელ ფრინველს და ერთი ესვრის…
ესვრის მარა ფრინველი არ ჩამოვარდება, დაიჭრება და ასე ფართხალით განაგრძობს ფრენას…
ახლა მეორე იფიქრებს მოდი ეხლა მე ვესვრიო და ესვრის…. ესვრის მარა ფრინველი მაშინვე გასწორდება და სრულიად ჯანმრთელად განაგრძობს ფრენას….
პირველი გურული გაგიჯდება და ეტყვის მეგობარს:
-რაია ბიჭო ტყვია ესროლე თუ პელიცილინი.

9.

გურულს ეუბნებიან:

თურმე იაპონიაში საფლავის ქვაზე დავადების და გარდაცვალების თარიღების მაგივრად იმ წლებს წერენ როცა ადამიანი იყო ბედნიერიო.

გურული პასუხობს:

– მაშინ ჩემი საფლავის ქვაზე დააწერეთ დეიბადა კვდარიო!

10.

გურიაში ნაცების მანქანა რო გადაბრუნდა გურულები ეგრევე მივარდნენ და დამარხეს. ამასობაში მოვიდა პატრული რატო დამარხეთ ეგებ ცოცხალი იყო ვინმეო. ქე ემეიკრუსუნა ერთი-ორმა ცოცხლები ვართ ცოცხლებიო მარააა ამათი დეიჯერება რამეეე?!

 

P.S.

ისე გვეცხოვროს რომ დეიბადა მკვდარი არ დაეწეროთ ჩვენს საფლავის ქვაზე 🙂  და ცოცხლად დამარხვა არ მოგვიწიოს!

 

წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ბიზნესს, იუმორის უნარი არ დაგეკარგოთ.

დიდი სიყვარულით,

ირა

მოდით ყველამ ერთხმად აღიარეთ, რომ გურულები მაგრები ვართ – იუმორში 🙂