ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
დეკრიმინალიზაცია

მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ოოოოოოო …

ისეთი დღეა, რაც არ უნდა დამეწერა ისეთი არ გამოვიდოდა ამ ვიდეოში ნათქვამი არგუმენტების ჭიდილში სათანადოდ რომ „ჩავარდნილიყო“, მაგრამ ჩემს აზრს მაინც ვიტყვი …

მარიხუანის მოწევისათვის ციხე, თან 7 წლიანი არ უნდა იყოს. მეტიც, ვფიქრობ კარგი იქნება თუ მარიხუანის მწეველთათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები/ტერიტორიები. კიდევ უფრო მეტიც შეიძლება საქართველოს რომელიმე მიყრუებული ტერიტორიაც კი ინვესტორს მისცე სპეციალური უბნის გასაშენებლად. ყველა მოიგებდა: ბიზნესიც, სახელმწიფოც და ტურისტიც … წააგებდა ის, ვინც დღევანდელ რეალობაში შავ ბაზარზე „ლევად“ აკეთებს ფულს.

თუმცა ასევე მგონია, რომ ის ხელისუფლება, რომელიც მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოახდენს საქართველოში, ძალიან დააზარალებს თავის იმიჯს და ვინ გაბედავს ამას?

ოჰ რა კარგი ვიდეოა რომ იცოდეთ …

თქვენ ხართ ბუჯუიე ბიძიას მიერ მოყვანილი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრე?