ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
შოკოლადის ნაყინი

პინგოს შოკოლადის ნაყინი

ჯერ გავსინჯეთ მარწყვის ოჯახური ნაყინი, შემდეგ ვანილის ნაყინი, ამჯერად კი შოკოლადის ნაყინი დავაგემოვნე, ესეც პინგოსი. 0,5 ლიტრიანია და 4.8 ლარი ღირს დახლზე. კომპანიას ვებსაიტიც აქვს და Facebook გვერდიც.

პირველი ნაყინის შექმნას ჩინელებს მიაწერენ და სავარაუდოდ ეს იყო 5000 წლის წინ თურმე მაშინ ყინულს სხვადასხვა არომატებს უმატებდნენ და ასე გამოჰყავდათ ნაყინი. იტალიაში ეს გემრიელობა პირველად მარკო პოლოს შეუტანია [თუმცა 100% არავინ იცის ეს მართალია თუ არა] და მე-17 საუკუნეში ასე გავრცელებულა ევროპაშიც.

დღეს მივირთმევთ ამ სიამოვნებას და სულაც არ გვაინტერესებს რა იყო 300, 500 და 5000 წლის წინ. ერთადერთი რაც გვაინტერესებს არის ფართო ასორტიმენტი და დაბალი ფასი.

ქართული ნაყინი ვჭამოთ! ჩვენებურია, გემრიელი და სასარგებლოც!