ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
პატარა-ნიჩაბი

პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ კეთდება … ილია ჭავჭავაძე

“პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ კეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს”.

ილია ჭავჭავაძე, 1837-1907

 

კარგად ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ მცირე საქმე მომხიბვლელი ქართველებისათვის და ნაბიჯ-ნაბიჯ დაჟინებული წინსვლა ზოგადად არაა ქართველების დამახასიათებელი ხასიათური შტრიხი. მაგრამ მეორეს მხრივ პატარა საქმიდან იწყება ყველაფერი დიდი, პირველი ნაბიჯი თუ არ გადადგი, დიდი ნახტომს ვერ გააკეთებ, გამოცდილება მცირეში თუ არ მიიღე, დიდ საქმეს ისე ვერ წარმართავ … ისე მეორეცაა, კისერი ჯობია მცირე საქმეზე მოიტეხო, ვიდრე დიდზე …

13 ივნისის შემდგომმა რამოდენიმე დღემ თვალნათლივ დაადასტურა, რომ თუ მონდომება არის და განწყობა, ლაფი პეშვობით შეიძლება გადაიტანო და ადგილი დასუფთავო. ძალიან ბევრი სურათი მინახავს, სადაც მოხალისეები ზუსტად ამას აკეთებენ – ლაფს პეშვებით ეზიდებიან. ეს ერთ-ერთია მათ შორის:

13june-emotional (35)