ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გურმე-Gourmet

პასქა, რომელსაც გურმე / Gourmet კაფეტერია აწარმოებს kar.ge-ა?

პასქა აქტუალური თემაა! ტკბილი ქვეყანას, მარშესნარცისის და იფქლის პასქების დაგემოვნების შემდეგ კამპანიას ვხურავ გურმე / Gourmet – La Cafétéria-ს მიერ გამომცხვარი უგემრიელესი პასქით.

გურმე / Gourmet – La Cafétéria –  ბრენდი ფრანგული, წარმოება ქართული. მდებარეობს ვაკეში, ფაილიაშვილის 53-ში. ჯერ ვებსაიტი ნახეთ და მერე Facebook გვერდი [თვალი გადაავლეთ პასქების რა დიზაინებია]. უკეთესი იქნება ადგილზე თუ ესტუმრებით. რატომ? მენდეთ! იქ ადგილზე სტილს და დონეს ყოველ დეტალში როცა შეიგრძნობ ყველაფერი ნათელი გახდება …

ეს პასქა უგემრიელესია! რა მომწონს?

  1. არომატზე, გემოზე, ტენიანობაზე, სიტკბოზე, ნედლეულის ხარისხზე და ა.შ. მოკლედ ხარისხზე საუბარი ზედმეტია;
  2. ორმაგი შეფუთვა აქვს [სასაჩუქრედ მშვენიერია];
  3. ქიშმიში აქვს ბლომად! იმაზე მეტი, ვიდრე ჩემს მიერ გასინჯულ სხვა პასქებში;
  4. აქ საკონდიტროა. ანუ შეიძლება სპეციალური დიზაინითაც კი დაამზადებინოთ პასქა, ნამცხვარი და ა.შ. ნებისმიერი საკონდიტრო პროდუქცია;
  5. აქ პასქის ყველაზე მეტი არჩევანი აქვთ დიზაინშიც და ზომებშიც [თითოეულისთვის სათანადო შესაფუთი ყუთით];
  6. შეგიძლიათ ყიდვამდე პასქა დააგემოვნოთ. დიახ! ხოლო იქვე მირთმევას თუ გადაწყვეტთ, ნათელი კაფე მოგემსახურებათ. გემოვნებიანი დაბალ ხმიანი [ხაზს ვუსვამ] მუსიკის ფონზე კი მეგობართან ერთად საუბარსაც ნორმალურად მოახერხებთ;

შენიშვნები?

მსიამოვნებს ხოლმე, როცა პროდუქტთან დაკავშირებით შენიშვნის არანაირი საფუძველი არ მაქვს არც პროდუქტის, არც ბრენდინგის და არც სერვისის კუთხით. ასეთი შემთხვევა დიდი იშვიათობაა!

გააზიარე, რომ სხვამაც გაიგოს გურმე / Gourmet – La Cafétéria -ს შესახებ!