ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ორი ჯუჯა “თეკლა-არტ”-ისგან

ქართულია & kar.ge-ა!

ვაგრძელებ 30 დღიან მეგა გამოწვევას და ვცდილობ სანათესაოც ჩავრთო… დღეს სტუმრად ვიყავი და გადავწყვიტე, საჩუქარიც ქართული შემერჩია, მით უფრო, რომ ვიცი მასპინძელს შეუძლია დააფასოს ხელოვნება…

ბევრი ვარჩიე თუ რა მეჩუქებინა და ბოლოს ეს პატარა სახელოსნო აღმოვაჩინე. თეკლა არტ ალბათ ბევრს არ გსმენიათ, ეს ერთი პატარა გოგონაა, რომელიც ძლიან ლამაზ ნაკეთობებს ქმნის არც მეტი-არც ნაკლები უბრალო ფერადი ქაღალდებისაგან!

დღეს საჩუქრად ეს ფერადი და ლამაზი ორი ჯუჯა შევარჩიე, თითოეული 10 ლარი დამიჯდა … ალბათ ვინმე იტყვის, რა ამბავია ქაღალდში ამდენი ფულიო, მაგრამ … ეს  სათამაშო ჯუჯები ისე საყვარლად გამოიყურებოდნენ, ცდუნებას ნამდვილად ვერ გავუძელი … და რაც ყველაზე მეტად მიხარია, ჩემი მასპინძელიც აღფრთოვანებული დარჩა.

ეს თეკლას ფეისბუქ გვერდია, საიდანაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ…

გირჩევთაუცილებლად ნახოთ. იქ ძალიან ბევრი ლამაზი ნივთი და სურათი ვნახე, რომელსაც სიამოვნებით შევიძენდი, მაგრამ ამჯერად ბიუჯეტში მკაცრად შეზღუდული ვიყავი, თვის ბოლოა მაინც  სწორედ ამიტომ, ჩემი მეგობრის მისაღებს ეს ორი ჯუჯა დაამშვენებს, ხოლო მე ვიმედოვნებ, რომ ჩემს მიერ შეგულებული “იების კალათა” დამელოდება და მალე ჩემს მისაღებს გაალამაზებს…

 

დაძებნეთ, იყიდეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.