ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ნაღების კარაქი „რაჭა“

ქართულია & kar.ge -ა!

პროექტის ფარგლებში გაოცებული დავრჩი აღმოჩენით – თურმე რამდენი დასახელების კარაქს ვაწარმოებთ. ერთერთი ასეთი აღმოჩენა იყო ნაღების კარაქი რაჭა, რომელიც სუპერმარკეტების ქსელ „ფურშეტში“ შევიძინე.

როგორც მომხმარებელმა, მინდა ავღნიშნო, რომ რაც შესაძლებელი გახდა ეტიკეტზე ნამდვილი ნაღების კარაქისა და სპრედების გარჩევა, უპირატესობას ნამდვილ, 82.5%-იან ნაღების კარაქზე ვაკეთებ. იმედია მწარმოებლები არ იტყუებიან და ან პროცენტულობის მიღმა რაიმე ქიმიურად დამუშავებეული სპრედები არ იმალება.

ნაღების კარაქი „რაჭა“ სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა და ფასიც ანალოგიური პროცენტულობის ნაღების კარაქებისგან არ განსხვავდება. დახლზე 100 და 200 გრამიანი შეფუთვით იყო წარმოდგენილი.

უკვე ბევრჯერ ავღნიშნე, რომ ქართული საწარმოები თავს არ იკლავენ ეტიკეტზე სრული ინფორმაციის აღნიშვნით, არადა როგორ უნდა გაარკვიო რა დევს შეფუთვაში, რამდენად სუფთაა პროდუქტი თუ არც ხარისხის ნიშანი აქვთ, არც საიტი სადაც მეტნაკლებად სრული ინფორმაცია იქნება მითითებული

ერთადერთი ინფო ინტერნეტში ნაღების კარაქ „რაჭა“-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ 16 წამიანი სატელევიზიო რგოლის სახით

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.