ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნატურალ+ ხაჭო ვანილით

ნატურალ+ ხაჭო ვანილით

შაბათს კარფურში გავეშურე საყიდლებისთვის, ხოდა საკმაოდ დიდი დრო დავხარჯე რაღა დაგიმალოთ ქართული პროდუქტების თვალიერებაში, შედარებებში და ა.შ. მგონი დროა მოქმედების, მგონი დროა ქართული და kar.ge პროდუქტი გამოიყოს ცალკე დახლზე ან მინიმუმ დიდი წარწერით – ქართულია და Kar.ge-ა!

ერთ-ერთი რასაც ძიების დროს წავაწყდი და აქამდე არაფერი ვიცოდი მის შესახებ, არის ნატურალ + მიერ წარმოებული რძის პროდუქტები, გავრისკე და დავაგემოვნე, შეფუთვა იმდენად არამიმზიდველი იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გავრისკე მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენამდე მომეტანა და გამეგო იქნებ რამე კარგია და არ ვიცით.

გაგიმხელთ, ცუდი არ არის, მაგრამ ბაზარზე რძის წარმოებაში საკმაოდ დიდია კონკურენცია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალი მწარმოებელი, რომელიც ახლახანს შემოდის, მზად უნდა იყოს, ასე მარტივად ასე უბრალოდ რა ადგილს ჰპოვებს? განწირული ხომ არ არის იმთავითვე?

გაფრთხილდით, დახვეწეთ, გამოჩნდით უკეთ, გადახედეთ ვინ არიან თქვენ გვერდით. ასე რთულია? თან არც საიტი, არც ფეისბუქის გვერდზე არანაირი ინფორმაცია… 🙁 სამწუხაროა, რატომ აკეთებთ ასე??? თუმცა პროდუქტს გემოთი აქვს სიცოცხლის უნარიანობა, ნამდვილად კარგია! მართალია რთულად გადამაჩვევს ჩემთვის ყველაზე სანდო და გემრიელი “სანტინო”- ს ყიდვას, მაგრამ ალტერნატივა, რომ არსებობს კარგია.

მეგობრულად გირჩევთ მოაგვაროთ ყველა მარკეტინგული საკითხი მინიმალურად მაინც, არაა რთული, მთავარი მონდომებაა და სურვილი ღირსეული წარმოჩენისა!!!

ესეც ნატურალ+ პროდუქტის ეტიკეტიდან:

შემადგენლობა: მშრალი რძე, მცენარეული ცხიმი, ბაქტერიოლოგიური დედო, შაქარი, ვანილი.
კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: ცილა-16გრ, ცხიმი-9გრ, ნახშირწყალი-12გრ.
ენერგეტიკული ღირებულება: 193კკალ.
მწარმოებელი: შპს ნატურალ+ თბილისი. მარნეულის 43. ტელ:40 40 93. ფაქსი: 40 40 94