ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დააფასეთ: ნაბეღლავი და ნატახტარი გერმანიიდან გვესალმებიან

რამოდენიმე დღის წინ Facebook-ზე ძრომიალისას ამ სურათს მოვკარი თვალი. ასე დაიწყო ამ კონკრეტული სტატიის ისტორია. მადლობა მანანა ამბროლაძეს, რომელმაც ეს ფოტოც მოგვაწოდა + სხვა მრავალსაც დაგვპირდა გერმანიიდან.

აღმოჩნდა, რომ ქართული პროდუქცია გერმანიაში ბევრ ქალაქში იყიდება, ძირითადად რუსულ მაღაზიებში. ეს კონკრეტული პროდუქცია ნაყიდია ქალაქ Friedrichshafen-ში, მაღაზიათა ქსელში MINI MAX. ნაბეღლავი 1,19 ევრო ღირს, ნახევარლიტრიანი ნატახტარი 0,89 ევრო, ლიტრიანი კი 1,19 ევრო.

უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს ავტომატურად ქართულ სახელმწიფოს ავითარებს და შედეგად საქართველოში მყოფი ადამიანი საქმდება და იღებს ხელფასს. რაც მეტი დოვლათი შემოვა ქვეყანაში ექსპორტის შედეგად, მით უკეთესია ეს ამ ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლისათვის.

11015479_684441541657410_543326050412766665_n

ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!

იამაყეთ ქართულით!