ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მწარმოებლებო, ეს პუნქტი რამდენად სამართლიანია თქვენი აზრით?

სანამ რამეს ვიტყვი, მინდა გითხრათ შემდეგი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთდერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ყველა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა (ვინც კი რამე გამოაქვეყნა) წერილობით შევაფასე და გამოვაქვეყნე kar.ge-ზე (აქ ნახეთ ყველა). ანუ, ამ საქმეში ცოტა რამ მესმის …

იმ 52 გვერდიან პროგრამაში, რომლითაც საქართველოს პრემიერ მინისტრი მთავრობის დამტკიცებამდე პარლამენტში წარსდგა, გამოვარჩევდი … ბევრ რამეს გამოვარჩევდი, მაგრამ ამჯერად მე-16 და მე-17 გვერდებზე „გადაჭიმულ“ 41 სიტყვიან აბზაცს  გამოვყოფ მხოლოდ (სურათზე ნახეთ).

რაც არ უნდა მომწონდეს ქართულის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი, ვთვლი, რომ გადასახადებით მანიპულირება და სასათბურე პირობების შექმნა შედეგს ისეთს მოიტანს დათვლაც კი გაგიჭირდებათ. და გამიჩნდა 3 მოსაზრება, რომელიც უნდა გამეზიარებინა:

  1. რატომ დღგ-სგან გათავისუფლება ჩათვლის უფლებით? ნუთუ სახელმწიფოს მეტი ინსტრუმენტის გამოყენება არ შეუძლია დარგების წასახალისებლად? თუ რომელიმე დარგი აქამდე წახალისდა სოფლის მეურნეობაში, რა შედეგი მოიტანა? იქნებ ახალი შეღავათების დაწესებამდე რამე რიცხვები დაიდოს ჯერ? იქნებ აზრი არ აქვს ასეთი ტიპის წახალისებებს? ჯერ იმის რეალური შედეგი დაგვანახოთ, რა ხარჯიც გასწიეთ?
  1. რა ლოგიკითაა შერჩეული 2 დარგი მხოლოდ? ზოგადად სახელმწიფოს შეუძლია მსგავსი „შეღავათი“ გაუკეთოს დარგს, რომლის განვითარებაც სურს, მაგრამ ამ დროს უნდა შესწავლა გაკეთდეს, ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასება გაკეთდეს, ალტერნატიული გზები და მათი პოტენციური შედეგებიც უნდა გამოიკვეთოს და ა.შ.მოსალოდნელი შედეგი უნდა დაიდოს. რამე შეფასება გაკეთდა? რატომ მაინცადამაინც ნატურალური რძის წარმოება? ამ სფეროში უამრავი მცირე მწარმოებელი / ფერმერია ჩართული, რომელიც ისედაც არ იხდის დღგ-ს, თუ შედარებით დიდი კომპანიების წასახალისებლადაა ეს პუნქტი? ნუთუ ფარმაცევტულ წარმოებას (რომელსაც მრავალათეულ მილიონ დოლარიანი ექსპორტი აქვს) ასე უჭირს, რომ ასეთი ტიპის შეღავათი დანიშნოთ? მაშინ რა დააშავა მეფრინველეობამ? ის, რომ ბაზარზე მეფრინველეობის ნაწარმი უმეტესობა ქართული იყიდება? ანუ მათი დანაშაული ისაა, რომ წარმატებით გამოგლიჯეს ბაზარი იმპორტს? მოპოვებულს რა, შენარჩუნება არ უნდა? ესააა სამართლიანი მიდგომა?
  1. გასული წლის ოქტომბრის არჩევნებამდე რამოდენიმე თვის განმავლობაში აქტიური იყო სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი წარმოების ნაწარმისათვის 10%-იანი შეღავათის მინიჭებაზე. ბევრი დაპირება ისმოდა ეკონომიკის მაშინდელი თავკაცებისაგან ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შესახებ, ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ. პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე – „იყიდე ქართული“ 10 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების მთელი პანელიც კი მივუძღვენით. და რა მოხდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ? თემა ისე მოკვდა, კაციშვილს არ გახსენებია იმის მერე! რა გარანტიაა, რომ იგივე ბედი არ ელის ამ პუნქტში ნათქვამსაც?

თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამ პუნქტთან დაკავშირებით?