ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
#30დღიანიგამოწვევა 2015

მოძრაობა kar.ge – პირველ არხზე, გადაცემაში რეალური სივრცე

ყოველდღე, 18:30 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, გადის სოციალური თოქ-შოუ რეალური სივრცე. ეს არის ახალი სივრცე, რომელშიც ყველა სხვა თოქ-შოუსგან განსხვავებით, ცენტრალური ფიგურა ადამიანია თავისი რთული ისტორიით, პრობლემითა და დილემით.

1 დეკემბერს კი ჩვენ გვხვდა წილად პატივი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლისათვის გაგვეცნო ჩვენი მოძრაობა. უღრმესი მადლობა ქ-ნ ნინო ზაუტაშვილს და რეალური სივრცის მთელ შემოქმედებით გუნდს ამ შესაძლებლობისათვის და ბნ. ლევან კალანდაძეს იდეის ასე გასაგებად გაშიფრვისათვის.

გადაცემაში [ვიდეო ნახეთ] კონკრეტული მაგალითების საფუძველზე დიდებულადაა გაშუფრული მოძრაობა kar.ge-ს იდეა, მისია და მიზნები. საუბარია მიმდინარე 30 დღიან გამოწვევაზე. აქვე მოხდა 18-20 დეკემბერს დაგეგმილი ქართული ხარისხიანი პროდქუტების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში იმართება. შესანიშნავი ეთერი შედგა.