ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მინერალური წყალი კობი – როცა ქართული გწყურია!

დადგა ის დღეც …

გამოწვევის ფარგლებში პირველად ვიყიდე მინერალური წყალი „კობი“ …

„კობი“ სულ ახლახან გამოჩნდა ბაზარზე და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მწარმოებელი არის შპს “აქვა გეო”, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ როგორც “სნო”-ს მწარმოებელს.

წარმოება მდებარეობს ყაზბეგის რაიონში. არა, ეს მეტად რბილად ნათქვამია და სრულიად არ შეესაბამება იმ დიდ საქმეს, რაც გაკეთდა ყაზბეგის უზარმაზარ მთებს შორის ამოდენა წარმოების ჩადგმით, ადგილობრივების დასაქმებით და უნიკალური რესურსის ამოქმედებით. ახლოსაა ის დრო, როცა “კობი” ექსპორტზე მთელ მსოფლიოს მოედება.

0,9 ლარი ღირდა 0,5 ლიტრიანი მინის ბოთლი.

იყიდეთ, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ მოსაზრებები.

 

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!