ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მაიონეზი-მილკოფუდი

მილკოფუდი – სამარხვო მაიონეზი

ჩემო კარგებო,

ქართული მაიონეზის ყიდვისას ხშირად ვარ იმედგაცრუებული. რომელიც არ ვცადე, უცხურებს აშკარად ჩამოუვარდებიან. დღეს მილკოფუდის მაიონეზი შევიძინეთ ოჯახში. 200 მილიგრამიანი შეფუთვა 1,4 ლარი ღირს დახლზე.

რა მომწონს:

რომ არსებობს, რომ დახლზე დევს და ფასიც ხელმისაწვდომია უბრალო მოქალაქისათვის. საიტიც და facebook გვერდიც წესრიგშია. მომწონს ის, რომ არჩევანი მაქვს და პერიოდულად ამ პროდუქტისკენ გადავიხრები ხოლმე.

შენიშვნები:

  1. ბაზრობებზე არ იძებნება, მარკეტებში კი ბატონო. რატომ? ხალხი არ ყიდულობს?
  2. გემო სადაა მეგობრებო? ასე მაინც როგორ აკეთებთ, რომ ასეთი უგემური იყოს? მე კიდევ გიკვირთ რატომ არ იყიდება!
  3. რომელმა ბედოვლათმა დიზაინერმა გაგიკეთათ ეს ლურჯი შეფუთვა? ან რომელმა მენეჯერმა გადაწყვიტა, რომ ეს ლურჯები დაეტოვებინა? რით არ მოგწონდათ წინა შეფუთვა? გასაგებია რომ რებრენდინგისას სახელი გადაარქვა, მაგრამ შეფუთვამ დაგიშავათ რამე? დახლზე განსხვავებულობის მიღწევა ლურჯი შეფერილობით გადაწყვიტეთ?
  4. მესმის, რომ შეიძლება „იაფიანი“ პროდუქტი შექმნა და ფართო ფენებზე გათვალო, მაგრამ იქვე მაღალი ხარისხის და ცოტა ძვირიანიც გააკეთეთ, რომ ხარისხთან დაკავშირებით სათქმელი გექნეთ …

ვიყიდი თუ არა კიდევ? ვყიდულობ და ეგაა. უბრალოდ ვისურვებდი, რომ გემოც ჰქონდეს …

თქვენ რას იტყვით პატივცემულო მკითხველო?