ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ლუდი 34

მიირთვით ლუდი 34, ჩემებურად „სამოთხე“

ქართულია & kar.ge-ა!

მე მიყვარს ლუდი!

ლუდი 34 – ის კამპანიას ვინც თვალყური ადევნა მან უკვე იცის რა გზა გაიარა ამ ლუდმა ჩვენამდე მოსასვლელად [5 დღის განმავლობაში 34 ლარი რომ ღირდა და მყიდველებს რომ ძეგლები დაიდგეს]. ისე აღმოჩნდა რომ 34-ის კამპანიაში წერილის მიმღები მეც ვიყავი. მადლობა მათ, ვინც დამაფასა. პირველი წერილი იყო “რამოდენიმესართულიანი” მათემატიკის ამოცანის ამოხსნა. წერილის მიღების მომენტში ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ არაფრის თავი არ მქონდა. მეორე წერილში ორიგინალური საჩუქარი იყო ჩადებული. ვერ გავიგე რა იყო ეს ლითონის ნივთი [გასახსნელი აღმოჩნდა]. აი მესამე წერილი კი ისეთი „დანართით“ მოვიდა რომ ფაქტი „ისტორიას შემოვუნახე“ …

მაგრამ ერთი ისტორია კიდევ უძღოდ ამას …

10 მარტს საღამოს სახლში 2 ბოთლი ლუდი 34 მივიტანე თავისი „ჩასაყოლებლებით“. ვიფიქრე თან მივირთმევ თან კამპანიაშიც ჩავრთავ მეთქი kar.ge-ზე. ისე მოხდა, რომ იმ საღამოს ბავშვებმა ის „ჩასაყოლებლები“ „ჩააყოლეს“ და მარტო ლუდის დალევას რა ფასი ჰქონდა, ჰოდა გადავდეთ. 11 მარტს საღამოს ისე დაღლილი ვიყავი, ლუდის თავი არ მქონდა … 12 მარტს კი … ჰოი სიურპრიზი … ლუდი 34 – ის მწარმოებლებისგან 20 ბოთლიანი შეკვრა მივიღე საჩუქრად, რომელიც იქვე ოფისში კოლეგებში „დავაფასეთ“ [20-ვე ბოთლი] …

გემოვნებით როგორია? ლუდი 34 განსხვავებულია! 4.7 % იანია. გასინჯეთ და გაიგებთ! 2 ბოთლის შემდეგ „ვიგრძენი“. თუ სიამოვნების მიღება გნებავთ და არა „ჩასკდომა“, 34 [ანუ სამოთხე] ნამდვილად არის ალტერნატივა. საიტი აქვეა – http://34.ge. მწარმოებელი ნატახტარი.

დღეს 13 მარტია და ეს ის 2 ბოთლია, რომლებიც ამ სტატიის წერის მომენტისათვის მაცივარში მიდევს. დახლზე 1.8 ლარი მაქვს მიცემული ცალში. გამოუყვანთ ამათ წირვას ამ საღამოს მე და ჩემი მეუღლე : )

 

ლუდი 34

 

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.