ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მზეთამზეს გემოვანი თეთრი ლომთაგორა და წითელი დოლის პური. გამოწვევის 26-ე დღე

პური არის ეს!
არომატული …    
გემრიელი …
თან, ქართულ ხორბალზე დამზადებული …

აგროჰაბში ვიყიდე დღეს ორივე …

თეთრი ლომთაგორა 1.75 ლარი ღირს, წითელი დოლი 1.9 ლარი.

ჩვეულებრივ პურთან შედარებით თითქმის ორჯერ ძვირია, მაგრამ ამ პროდუქტის დამფასებელმა იცის მისი ფასი და უკან არ დაიხევს. ეგაა, რომ მოსახლეობის ფართო ფენისთვის ეს პროდუქტი ჯერ ხელმისაწვდომი ვერაა სწორედ ფასის გამო.

ფერმერებს კი ვეტყოდი: დაიწყეთ ქართული ჯიშის ხორბლის მოყვანა! მოთხოვნა მზარდია, ბაზარზე გადახდისუნარიანი ფენა იზრდება. ჭკვიანურად აგებული ფერმერული მეურნეობით ფულსაც გააკეთებთ და ჯანმრთელ კვებაზეც გადახვალთ!

ნახეთ ვიდეო

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.