ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ორცხობილა

რუსული პროდუქტისთვის დაგებული „მახე“ თუ?

საინტერესო პროდუქტი აღმოვაჩინეთ …

Georgian Bakers-ს რა თქმა უნდა ვიცნობ, მაგრამ ამ პროდუქტის შესახებ არ გამეგო

მადლობა ზურა მურაკაშვილს, ჩვენს თანამოაზრეს, რომელმაც ეს სურათები მოგვაწოდა

 

„დღეს აღმოვაჩინე სახლში რუსული იუბილენოეს ორცხობილა, გავაპროტესტე რუსული პროდუქციის შეძენა ჩემებთან. მერე დავაკვირდი და იუბილენოოე კი არა ლუბიტელსკოე ყოფილა, მაინტერესებდა რუსული იყო თუ უკრაინული. და რას ვხედავ წარმოებულია საქართველოში! გამოდის რომ ქართველი მწარმოებელი ცდილობს აქ წარმოებული პროდუქტი გაასაღოს რუსულად, გაყიდვების ზრდისთვის?”

იუბი (1)

იუბი (2)

 

ორი აზრი გამიჩნდა:

  1. იმის გამო რომ მოსახლეობა ძალიან ორიენტირებულია რუსულის ყიდვაზე, მწარმოებელმა (Georgian Bakers) გადაწყვიტა პოპულარული რუსული ნამცხვრისადმი მიმსგავსებული პროდუქტი დაემზადებინა და ბაზარზე გაეტანა. ამ აზრს მიმყარებს ის ფაქტი, რაც სურათზე ჩანს. დააკვირდით რუსული „ლ“ როგორ არის „დამცირებული“ …
  2. შეიძლება ეს პროდუქტი გათვლილია ექსპორტისათვის, მაგალითად სომხეთში, ან აზერბაიჯანში. მაშინ გავიგებ ამ სვლას;

თქვენ რას იტყვით?