ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მარილიანი პოპკორნი FRIXX

მარილიანი პოპკორნი FRIXX – დღე #15, 30 დღიანი გამოწვევა

ამ ტექსტის ადგილას შესავალი უნდა ყოფილიყო, სადაც მოკლედ უნდა დამეწერა [უფრო სწორად დავწერე და მერე წავშალე] თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ჩვენს გამოწვევას, რა კარგ მაგალითს ვაძლევთ ყველას ჩვენს ირგვლივ … მაგრამ მერე მივხვდი, რომ პირდაპირ საქმეზე გადასვლა ჯობია. საქმე კი არის იმ სიახლის ჩვენება, რომელმაც სულ ეს-ესაა ჩვენს ცხოვრებაში შემოაბიჯა. ეს არის …

მარილიანი პოპკორნი FRIXX

როცა 1 წლის წინ ქართული ჩიფსი FRIXX ბაზარზე 3 არომატით [აჯიკა, ბარბექიუ, ყველი] შემოვიდა, ალბათ ბევრი ვერ იფიქრებდა თუ რა იქნებოდა შემდეგი სვლა. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო პოპკორნის გამოშვება. თან ორი სახის პოპკორნია – მარილიანი და კარამელით. გათვლა ნათელია: რიგიანად შეფუთული პოპკორნი მაშინვე მიიზიდავს სათანადო აუდიტორიის ინტერესს  [ბავშვები და თინეიჯერები] და … თან ჩიპსთან ერთად უღელში უკვე პოპკორნიცაა … კიდევ უფრო გაძლიერებული პოზიცია როგორც დახლზე, ასევე მომხმარებლის ტვინებში.

მოკლედ ამიერიდან, როცა ფილმის ყურებას გადაწყვეტთ, ჩაირბინეთ ახლო მდებარე მარკეტში და FRIXX პოპკორნი მოიმარაგეთ. გემრიელი ნამდვილადაა. თითო პაკეტი 1,5 ლარი ღირს. ნამდვილად ნორმალური ფასია. აღარ ვლაპარაკობ მარკეტინგის მხარეზე. რა თქმა უნდა ყველაფერი წესრიგშია.

და რაც მთავარია, ქართულია!