ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მარაზმი

ნუთუ ეს მარაზმი რეაქციის გარეშე გავატაროთ?

მსგავსი ადრე თუ გვიან რომ მოხდებოდა ვიცოდი, ამიტომ …

გუშინ დილით ადრე ბავშვებისთვის ერთ-ერთი არც თუ ისე უცნობი ქართული კომპანიის წარმოებული ორი სხვადასხვა არომატის იოგურტი ვიყიდეთ ოჯახში. შესყიდვა მოხდა ჩვენს სახლთან მდებარე მარკეტში. ცხადია ბავშვებმა ეგრევე წაგვგლიჯეს ხელიდან და … თუმცა … ერთი აღმოჩნდა მეტად უსიამოვნო სუნის. აშკარად გაფუჭებული იყო [ოღონდ ვადაგასული არ იყო] …

ბევრი მსგავსი ისტორია ვიცი. ზოგი იმდენად „პოპულარული“ გახდა, რომ ანეგდოტებად გადააკეთა ხალხმა, მაგრამ მე თვითონ როცა მსგავსი რამ მესმის 99% შემთხვევებში არ ვეხმაურები ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი როგორ გორდება ტალახის სროლის კამპანიები. გარდა ამისა ჩემთვის კარგად ცნობილია, რომ მალფუჭებადი პროდუქტი შეიძლება ბევრ ადგილზე გაფუჭდეს: წარმოების ეტაპზეც, ტრანსპორტირებისას, სავაჭრო ობიექტში და მიზეზი შეიძლება მრავალნაირი იყოს.

ამიტომ დიდხანს ვიფიქრე საერთოდ გამეჟღერებინა თუ არა ეს თემა, და თუ გავაჟღერებდი როგორ და რა კუთხით?სწორედ ამიტომ თქვენი დახმარება/რჩევა მჭირდება:

ეს გაფუჭებული იოგურტი ეხლაც მაცივარში მიდევს. ნუთუ ეს მარაზმი რეაქციის გარეშე გავატარო? როგორ ჯობია მოვიქცე?

  1. ვაცნობო მწარმოებელ კომპანიას და დაველოდო რეაქციას…
  2. გავაგზავნო ექსპერტიზაზე, მაგრამ სად? და მერე რა?.
  3. შემოვიფარგლოთ აქ საუბრით და გადაუძახო იოგურტი ნაგვის ყუთში…
  4. სხვა რა?

გთხოვთ მიაწერეთ თქვენი კომენტარი ქვემოთ …