ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

კულიჩი – ლიტვური საცხობი

ქართულია & kar.ge-ა!

გუშინდელმა ლიტვური პურის შესახებ პოსტმა ჩემი საყვარელი ნუგბარი გამახსენა – „ლიტვური საცხობი“-ს კულიჩი. არც მწარმოებელს და არც ნაწარმს არ აქვს ქართული სახელი, თუმცა ნამდვილად ქართული პროდუქტია. კარფურში პრომო გოგონამ მითხრა ნაზუქის გემო აქვსო, მაგრამ მგონი უფრო გემრიელია. დიდი ხანია ამ პროდუქტის მომხმარებელი ვარ და ახლა გადავწყვიტე გაგაცნოთ: ზომიერად ტკბილი ქიშმიშიანი კულიჩი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ყავასთან, ჩაისთან, რძესთან, კარაქგადასმული, ისე ცარიელი, ყველაფრის გარეშეც. უუუზომოდ გემრიელია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხშირად არ ვყიდულობ ესაა გასუქების შიში. ეს რომ არა ალბათ ყოველი დღე კულიჩით დაიწყებოდა.

“ლიტვური საცხობი” თურმე 2005 წლიდან ფუნქციონირებს და წლიდან წლამდე ფართოვდება. დასახული აქვს კონკრეტული მიზნები და როგორც ვხედავ გეგმაზომიერად ახორციელებს კიდევაც მას. საიტზე ამოვიკითხე კომპანიის მისია – „გავხადოთ ჭვავის პური ქართველი მომხმარებლის ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილი და ამით ხელი შევუწყოთ საზოგადოების გაჯანსაღებას” . ეს უკვე ჯანსაღი და დასაფასებელი მიდგომაა

დაიწყეთ დღე „ლიტვური საცხობი“-ს უგემრიელესი კულიჩით, გაანებივრეთ საკუთარი თავი უგემრიელესი ნუგბარით.

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.