ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სამკაულების კარადა samkaulebis karada
სამკაულების კარადა samkaulebis karada

კომფორტის და ორიგინალურობის ზავი

ქართულია & kar.ge-ა!

ავეჯი და ინტერიერის დიზაინი გემოვნების ამბავია, გარდა გემოვნებისა ვთვლი, რომ გემოვნება, ოთახის ფართზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს ავეჯის ტევადობა და დიზაინი, ვეძებ და მუდმივად ვეძებ აგერ უკვე წელიწადია ისეთ, რაღაცას უცნაურს, კომფორტულს და ორიგინალურს, ვინიშნავ, ასეთი გარდერობი, ასეთი საწოლი, ასეთი ტუმბო და ერთადერთი რაც არ მქონდა მოფიქრებული იყო აქსესუარების კარადა და აი ისიც 🙂

დიდი ხანია ოთახის ავეჯის ცვლილებას ვაპირებ, ვეძებ ორიგინალურ და კომფორტულ გადაწყვეტას, ვათვალიერებ უამრავ მასალას და ვხვდები, რომ კარგია ზოგჯერ გაჯანჯლება და ბაზრის შესწავლა. 🙂

დღეს ისეთი რამ აღმოვაჩინე … აი აღფრთოვანებული ვარ, არ ვიცოდი სად და როგორ, რა სახით გადამეწყვიტა ჩემი აურაცხელი სამკაულების კომფორტულად ჩალაგება 🙂 აი იდეა, აი კომფორტისა და ორიგინალურობის “ზავი”.

მადლობა კომპანია არეა – ს, მართლაც ბევრი ორიგინალური ნივთის აღმოჩენა შეგიძლიათ მათ ფეისბუქის გვერდზე. მე თქვენ აუცილებლად გაგიცნობთ, აუცილებლად დავამზადებ ჩემი ოთახის ავეჯს თქვენთან.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.