ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კომპანია თექამიქსი 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაში ერთვება

კომპანია თექამიქსი 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაში ერთვება

საქართველო ნიჭიერი ხალხის ქვეყანაა. აქ ხელნაკეთი ნივთების დამზადება ბევრს ეხერხება. მე პირადად ძალიან გამიმართლა, რომ ამ სფეროს ძალიან ბევრ წარმომადგენელს ვიცნობ, თუმცა ერთია იცოდე თექისგან მაგალითად სუვენირული პროდუქციის დამზადება, ხოლო სულ სხვაა უყურო ამ საქმიანობას როგორც ბიზნესს და განავითარო როგორც ბიზნესი. ფაქტია, რომ 26-27 სექტემბერის გამოფენა-გაყიდვაში არცერთი ამ სფეროს წარმომადგენელი კომპანია არ გყავდა.

თუმცა დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან მაგარი კომპანია, რომელიც 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვის მონაწილეთა სიას შემოუერთდა. ეს არის თექამიქსი. მადლობა კომპანიის ხელმძღვანელებს, რომ ქართული საქმის გვერდში დადგნენ.

კომპანია თექამიქსი ქართული ტექსტილის ბაზარზე 2004 წლიდან მოღვაწეობს, ათი წლის განმავლობაში მონაწილეობას იღებდა მასშტაბურ გამოფენებსა და გაყიდვებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (ავსტრია, რუსეთი). კომპანია დაკავებულია თექის ხელნაკეთი ნივთების წარმოებით: ტანსაცმელი, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები ინტერიერისათვის, თემატური და კორპორატიული აქსესუარები. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, თექაზე მუშაობის განსხვავებული მეთოდით და გამორჩეული დიზაინით. ძირითადი მასალებია: ორი სახის მატყლი (თუშური, მერინოსი) და აბრეშუმი. კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ხარისხიანი, გემოვნებიანი და მაღალმხატვრული პროდუქციის შექმნა, რაზეც ზრუნავს მხატვარ-დიზაინერთა ჯგუფი ნატო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.

ბოლო წლებში კომპანია თექამიქსმა დაიწყო სრულიად უნიკალური პროდუქტის წარმოება. ეს არის ორ შუშაში მოქცეული აბრეშუმით შესრულებული ორმხრივი ნახატი, რომელიც გამოიყენება ინტერიერში, ექსტერიერში, ავეჯის, კიბეების, შუშაბანდების და სხვადასხვა აქსესუარების შესაქმნელად. ამ ეტაპზე კომპანია მუშაობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ შეკვეთებზე. გარდა ამისა ატარებს თექაზე მუშაობის მასტერკლასებს ტურისტული ჯგუფებისათვის.

თექამიქსს აქვს მაღაზია ბათუმში სადაც ყველა ჩამოთვლილი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. მაღაზია მდებარეობს ბათუმის ახალ რკინიგზის სადგურში “ბათუმი ცენტრალში”, სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თექამიქსი 18-20 დეკემბერს ისეთ პროდუქციას წარმოდიდგენთ და ისეთ ხელმისაწვდომ ფასში, რომ თვითონაც გაგიკვირდებათ. ქვემოთ იხილეთ რამოდენიმე ნამუშევრის ფოტო. ეწვიეთ Facebook გვერდს და უფრო უკეთ გაიცანით კომპანია. მომდევნო რამოდენიმე სტატიაში კი თექამიქსის იმ პროდუქტებს წარმოგიდგენთ უფრო დეტალურად, რომლებიც 18-20 დეკემბერის გამოფენა გაყიდვაზე იქნება წარმოდგენილი.

tekamix (1) tekamix (2) tekamix (3) tekamix (4) tekamix (5) tekamix (6) tekamix (7) tekamix (8) tekamix (9) tekamix (10) tekamix (11) tekamix (13) tekamix (14) tekamix (15) tekamix (16)


* 18-20 დეკემბერს გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ 2015 წლის 18, 19 და 20 დეკემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას მიერ ორგანიზებულ ხარისხიანი ქართული პროდუქტების სამ დღიან წინასააახალწლო გამოფენა-გაყიდვაში – “kar.ge ქართული ქარვასლა”. ანონსი იხილეთ აქ.