ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კიტრის მწნილი kitris mwnili, მჟავე,
კიტრის მწნილი kitris mwnili, მჟავე,

მათ ვისაც ემჟავება – კიტრის მწნილი მარნეულისგან!

ქართულია & kar.ge-ა!

დღეს დილიდან რაღაც მინდა, არ ვიცი რა, არც მშიოდა, არც ტკბილი მინდოდა ხოდა ასე წუწუნ-წუწუნით შევედი მაღაზიაში, ვეძებ რაღაც ისეთს რაც მინდა 🙂

რომ დავინახე ისე გემრიელად გამოიყურებოდა, არ ვიცი ამ ემოციას ჩემს პოსტში თუ გადმოვცემ, მაგრამ ზოგადად ძალიან მიყვარს მარნეულის ქართული და kar.ge პროდუქცია, სახლში სულ მუდამ გვაქვს ამ კომპანიის რამე-რუმეები. აი დღეს კი ეს ჩემთვის ნამდვილი მიგნება იყო იმ თალსაზრისით, რომ ჩემი სურვილი აასრულა, ვიპოვე ის რამე, რაც გუნებას გამომიკეთებდა. 🙂 არ იფიქროთ უცნაურად ემჟავებაო 🙂 მე უბრალოდ მიყვარს მჟავე კიტრი, თანაც ქართული და თანაც kar.ge.

არ გადავუხვევ ჩემ ჩვეულ წერის მანერას და ცოტა ისტორია, ცოტა დამზადების წესი, ცოტა რეცეპტები და გაგახალისებთ.

მწნილის ისტორია

საკვები პროდუქტების დამწნილება ჯერ კიდევ 4 000 წლის წინ დაიწყეს. მაგალითად, ინდოეთში საკმაოდ პოპულარული კიტრის მწნილი იყო, რასაც ჩრდილოეთ ინდოეთში, „აჩარს“ უწოდებენ. დამწნილების მეთოდს სეზონური საკვები პროდუქტების შესანახად იყენებდნენ, მწნილს კი მაშინ მიირთმევდნენ, როდესაც სეზონის მიხედვით, ესა თუ ის პროდუქტი არ მოიპოვებოდა. დამწნილებული პროდუქტების წაღება საკმაოდ კომფორტულად ითვლებოდა ხანგრძლივი, საზღვაო მოგზაურობის დროს. საგემოვნო თვისებების გამო, მწნილები საკმაოდ პოპულარულ საკვებად ითვლებოდა ადრეც და ახლაც.

ცოტა რამ კიტრის შესახებ

კიტრი (Cucumis sativus) ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც გოგრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. კიტრი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი სამშობლო ინდოეთია.

კიტრი მოჰყავთ ღია და დახურულ გრუნტში. იყენებენ როგორც ნედლად, ისე მწნილის სახით. ქორფა, 3—4 დღიანი ნაყოფისაგან პიკულსა და კორნიშონს ამზადებენ. ნაყოფი შედგება: წყალი 95-96%, მშრალი ნივთიერება 4-5%, მ. შ. შაქრები 2-2,5%, ცილოვანი ნივთიერაბა 1,0%, ცხიმი 0,1%, უჯრედისი 0,7%, ნაცარი 0,4%.

ცოტაც სარგებელზე

კიტრი უხვად შეიცავს კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს, კაროტინს, C, B1, B2 ვიტამინს, A პროვიტამინს, ორგანულ მჟავებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. დიდი ხანია კიტრს იყენებენ კოსმეტოლოგიაში.მისი წვენი აქრობს ჭორფლს, ფერისმჭამელებს, პიგმენტურ ლაქებს. სპეციალისტების რჩევით, ძვირად ღირებულ პროცედურებთან ერთად, სასურველია, დროდადრო სახე გაიწმინდოთ ნედლი კიტრით. კიტრი ხელს უწყობს საკვების სწრაფად ათვისებასა და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. განსაკუთრებით რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის (როგორც გამხსნელი საშუალება), ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების დროს. პაროდონტოზის, თმის ცვენის, ნერვიულობისა და ათეროსკლეროზის დროს – ყოველდღე დალიეთ არანაკლებ 100 მლ ახალგამოწურული კიტრის წვენი. ეფექტის გასაძლიერებლად დაამატეთ პომიდვრის, ნივრის 20:20:1, ან შავი მოცხარის, ვაშლის, გრეიპფრუტის წვენი 2:2:1:1. მაღალი ტემპერატურის დროს დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ 2-2 ს/კ კიტრის წვენისა და თაფლის ნაყენი.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.