ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

განსაკუთრებული გემოს მქონე კიტრის მწნილი

ქართულია & kar.ge-ა!

მარნეულის სასურსათო ქარხანა მდებარეობს ქალაქ მარნეულში – ქვემო ქართლის განთქმულ სასოფლო-სამეურნეო ცენტრში.  ქარხანას ნედლეულით “მარნეული აგრო” და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. ქილაში ჩადებული თითიეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. მათ ასორტიმენტში 60-მდე სხვადასხვა სახეობის პროდუქციაა. ძირითადი საწარმოო მიმართულებებია: ტომატ პასტა, მჟავეულობა, საწებელი, ტკბილეულობა.

“მარნეულის” პროდუქციის ხშირი მომხმარებელი ვარ, განსაკუთრებით მიყვარს მჟავეულობა. დღეს შევიძინე კიტრის მწნილი, რომელიც ისეთივე არომატული და კარგად შეზავეულია, როგორიც თავდაპირველი გამოშვების დღეს იყო.  კიტრის მწნილი 200 მილიგრამიანი შეფუთვით იწყება, ხოლო ყველაზე დიდი 1000 მილიგრამიანი შეფუთვაა.

წარმოგიდგენთ კიტრის სალათის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ: კიტრი და ხახვი დაჭერით ძალიან თხელ  ნაჭრებად, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და მარილი. მოასხით ზეითუნის ზეთი, ძმარი და ფრთხილად აურიეთ ხის კოვზით.

კიტრი უხვად შეიცავს კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს. კიტრი ხელს უწყობს საკვების სწრაფად ათვისებასა და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.

 

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.