ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კილოგრამიანი კვერცხი

კილოგრამიანი კვერცხი

საქათმეში დედალმა კილოგრამიანი კვერცხი დადო. შეიყარა ქვეყანა, მოვიდნენ ტელევიზიები. კორესპონდენტი ეკითხება დედალს:

– როგორ მოახერხე ამხელა კვერცხის დადება?
– საიდუმლოა.
– მომავალში რა გეგმები გაქვს?
– ვაპირებ ორ კილოგრამიანი კვერცხის დადებას.

შორიახლო მამალი ბოლთას სცემს. ეტყობა ნერვიულობს. ბოლოს მამალსაც დაუძახეს ინტერვიუს ჩასაწერად, ეკითხებიან:
– როგორ მოახერხე, რომ შენმა დედალმა ამხელა კვერცხი დადო?
– საიდუმლოა.
– რას აპირებ მომავალში?
– სირაქლემას დედა უნდა ვუტირო …
🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂