ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

კანადა VS აშშ: თაბაშირ-მუყაოს დაფების [Draywall] დემპინგი კანადაში

CertainTeed Gypsum Canada – კანადის მთავრობას მიმართავს საჩივრით, რომ ლაგამი ამოსდოს ამერიკელ იმპორტიორებს, რომლებიც კანადურ სამუშაო ადგილებს იაფი იმპორტით კლავენ.

ეს საჩივარი კანადელმა მწარმოებლებმა და მწარმოებელთა ასოციაციებმა აღძრეს აშშ-ელი მწარმოებლების წინააღმდეგ, რომელთა მხრიდაან წლიდან წლამდე იზრდება კანადაში თაბაში-მუყაოს დაფების ექსპორტი ისეთ ფასში, რომელიც აშშ-ში გასაყიდ ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

კონტექსტი: წყდება კანადელთა სამუშაო ადგილების ბედი!

კანადური კანონმდებლობით ასეთ ფასში [საკმაოდ დიდი სხვაობა ყოფილა] ითვლება არაკეთილსინდისიერ კონკურენციად და „დასჯადია“ საბაჟო ან იმპორტის გადასახადის დაწესებით.

მსგავსი შემთხვეევა 1992 წელსაც ყოფილა, მაგრამ მაშინ აშშ-დან იმპორტი კანადაში მთელი მოხმარების 8-9 % შეადგენდა. ეხლა კი დასავლეთ კანადის მოხმარების ნახევარზე მეტი აშშ-დან იმპორტია. მაშინ კანადამ გადასახადი 27%-ის დონეზე განსაზღვრა. ამჯერად კი 100-276%-ის მიდამოში დაწესება შეიძლება მოხდეს.