ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნაღდი კალმახი სოფელ ჩხაკოურადან.

აღმოაჩენა: ნაღდი კალმახი სოფელ ჩხაკოურადან

ჩოხატაურის რაიონში მდებარე ნაღდი ქართული სოფელი ჩხაკოურა, სუფთა გარემო, სუფთა ჰაერი, კამკამა და ჟანგბადით/მინერალებით მდიდარი მთის წყალი და მცირე კოოპერატივი „სამეგობრო-2014“, რომელშიც გაერთიანებული 5 ადამიანი იმდენს ახერხებს, რომ არა მხოლოდ თევზსაშენის ბიზნესი ააწყვეს, არამედ უფრო მეტად ამბიციური გეგმებით ჩხაკოურას ტურისტულ პროდუქტადაც ქცევას უპირებენ. აღმოაჩინეთ და გაიცანით კალმახი და საკალმახე კოოპერატივი.

სამეგობრო-2014“-ს დიდი იდეა კი პატარა საკალმახეების გაერთიანებით დაიწყო. პატარა ავზების გაერთიანებასთან ერთად წარმატებამაც არ დააყოვნა. ახლა „სამეგობრო 2014“ წელიწადში 10 ტონაზე მეტი კალმახის რეალიზაციას ახდენს. მეგობრები აწარმოებენ ასევე მაღალი ხარისხის ქვირითს და ლიფსიტას, როგორც ადგილზე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე სარეალიზაციოდ. დღეისათვის დაახლოებით 25,000 ცალი ლიფსიტა იწარმოება.

გამრჯე ფერმერებს გვერდში ფინანსურად ENPARD უდგას. სწორედ ENPARD-ის ფინანსური დახმარებით შეძლო კოოპერატივმა ახალი ავზის მოწყობა, მეურნეობის ეზოს შემოღობვა, დამატებითი წყლის მოყვანა, საქვირითე და სალიფსიტე ნაგებობის მოწყობა, მისასვლელი გზის შეკეთება და პიკაპის ტიპის ავტომობილის შეძენა თევზის ტრანსპორტირებისათვის.

კალმახი-2

კალმახი-ლიფსიტა

 

სამეგობრო-2014 ნათელი მაგალითია როგორ შეიძლება აეწყოს წარმატებული მცირე ბიზნესი სოფლად. გაითვალისწინეთ, რომ სამეგობრო-2014 კოოპერატივია. ორგანიზების ეს ფორმა გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ 5 ან მეტი ადამიანი ძალებს აერთიანებს უკეთესი შედეგის მისაღებად. სწორედ ასეთი ფერმერული კოოპერატივების განვითარებაზე გადის ქართული სოფლის განვითარებს მომავალი. ძლიერი სოფელი = ძლიერი ქვეყანა!

 

კალმახის შეძენის მსურველთათვის …

კოოპერატივს ეტაპზე აქვთ შემდეგი სახის პროდუქცია გასაყიდად:

  • ოქროსფერი კალმახი (1 ტონა) – ფასი 9 ლარი 1 კგ;
  • ამერიკული შავი კალმახი (15 ტონა) – ფასი 8 ლარი 1 კგ;
  • ლიფსიტები – 2 გრამიანი 12 თეთრი, 3-4 გრამიანი-13 თეთრი;

იმ შემთხვევაში თუ შეკვეთა აჭარბებს 150-200 კგ-ს ხდება უფასო ტრანსპორტირება და ცოცხალი თევზის ადგილზე მიწოდება სპეციალური თევზის გადასაყვანი მანქანით. საკონტაქტო პირი, კოოპერატივის თავმჯდომარე ოთარ გიორგაძე – 593 35 56 29.