ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ფესტივალი კავკასიური ყველი

ფესტივალი – კავკასიური ყველი 2015, 10-11 ოქტომბერი

10-11 ოქტომბერს ძალიან გემრიელი ფესტივალი ჩატარდება თბილისში, რიყეზე – ფესტივალი – კავკასიური ყველი 2015. ეს იქნება:

  • პირველი საერთაშორისო ფესტივალი კავკასიის მასშტაბით ყველისა და რძის პროდუქტების დარგში;
  • სრულიად ახალი კონცეფცია როგორც თემატიკით, ისე გეოგრაფიით!
  • მუდმივი ორგანიზატორი იქნება საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია;
  • მუდმივი მასპინძელი – თბილისი;

ფესტივალის მონაწილეები: საქართველოს ყველა რეგიონი (მათ შორის ოსური და აფხაზური ყველი; ყველის ინდივიდუალური მწარმოებლები და მსხვილი საწარმოები, „ მონასტრის ყველი“; ყველის მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან. სტუმრის რანგში – თურქული და ებრაული დელეგაციები. აღნიშნული ფესტივალით საქართველო შეძლებს აღიდგინოს კავკასიაში კულტურულ-სამეურნეო და სავაჭრო-სამრეწველო ცენტრის სტატუსი. კავკასიურ ყველს კი ეძლევა შანსი – დაიმკვიდროს კუთვნილი ნიშა ყველის მსოფლიო ბაზრებზე.

10 ოქტომბერი, შაბათი:

  • საფესტივალო სივრცე მონაწილეებისთვის ( მეწარმე-მოვაჭრეები, კომპანიები) იხსნება – 10:00
  • საფესტივალო სივრცე სტუმრებისთვის იხსნება 12:00
  • ფესტივალის სადეგუსტაციო-სავაჭრო სივრცისა და კონფერენციის ოფიციალური გახსნა – 13:00
  • საკონკურსო პერიოდი – 14:00 -15:00
  • ფესტივალის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება – 17:00

11 ოქტომბერი, კვირა :

  • 11:00 – 17:00 იმუშავებს სადეგუსტაციო-სავაჭრო სივრცე.
  • 13:00 – 15:00 შეჯიბრი კულინარიულ სასწავლებლებს შორის. გამარჯვებულს გამოავლენენ ვიზიტორები.
  • ფესტივალი დაიხურება გამარჯვებულთა დაჯილდოებით.

ეს არ უნდა გამოტოვოთ!

Facebook ღონისძიებაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ!