ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

იცით რა არის ბუტრანა?

დღეს დეგუსტაცია შედგა …
ბუტრანა დავაგემოვნეთ …
ბუტრანას ღვინის 2 სახეობის და ყველის 3 სახეობის დეგუსტაციაა …
კავკასიის უნივერსიტეტში …
მეტად საპატივცემულო სტუმრების მონაწილეობით …
დაინტერესებული სტუდენტებით და მათი პედაგოგების ჩართულობით …
შესაშური დასწრებით …
მზია მიქელაძის აუდიტორიაში …

დიდი მადლობა ბნ. ჯემალ ხატიაშვილს მოწვევისათვის და მეგობრებთან ერთად ასეთი კარგი ქართული საქმის მოქოქვისათვის.

სახელი ბუტრანა რას ნიშნავს?

ბუტრანა ნიშნავს კონკრეტულად ადგილს სოფელ ტიბაანთან , სადაც უძველესი ვენახებია გაშენებული დაახლოებით 14 ჰექტარზე.

ეს ასევე ამ ადგილზე მოყვანილი ღვინის და ყველის დასახელებაა. ბრენდიც და პროდუქციაც ახალგაზრდების შექმნილია. პრეზენტაციასაც თვითონვე გაუძღვნენ.

სად იყიდება ბუტრანას პროდუქცია?

სამივე სახეობის ყველი ყველის სახლში ფალიაშვილზე უკვე იყიდება. მალე იქვე იქნება ღვინოც. მალე პროდუქცია სმარტშიც შევა. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მწარმოებელს და თქვენს ობიექტში შეიტანოთ პროდუქცია. თუ თქვენთვის გნებავთ, არც ეგაა პრობლემა. პირდაპირ დაუკავშირდით ბნ. ჯემალ ხატიაშვილს.

დაათვალიერეთ და ისიამოვნეთ იმ სურათებით, რომლებიც დღეს ბუტრანას ღვინოს და ყველის დეგუსტაციაზე გადავიღე. სიმართლე რომ ვთქვა არ ველოდი ასე კარგად თუ იქნებოდა ორგანიზებული.