ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
იყიდე ქართული

„იყიდე ქართული – დაეხმარე ბავშვებს“ – 30 დეკემბრის აქციის შედეგები

სულ ერთი საათი დარჩა 2016 წლის შემობრძანებამდე. წლის მისია მოვიხადე – გოზინაყი უკვე გავაკეთე, ამიტომ მეც თავისუფალი ვარ და გადავწყვიტე ერთ კეთილი საქმის შედეგი გამომეტანა სააშკარაოზე, რომელსაც სამმა ახალგაზრდამ გაუწია ხელმძღვანელობა.

გუშინ ერთი ძალიან კარგი აქცია დავაანონსეთ – „იყიდე ქართული – დაეხმარე ბავშვებს“, რომელიც გუშინვე შედგა. აქციის ფარგლებში ახალგაზრდების გუნდი დიღმის გუდვილში მყიდველებისგან მათ მიერ ნაყიდ ქართულ პროდუქციას აგროვებდა ბავშვთა სახლებში დასარიგებლად. ამ კარგ საქმეში მოძრაობა kar.ge რა თქმა უნდა მხოლოდ დაანონსებით არ შემოვიფარგლეთ. გუშინ ადგილზე ვიყავი და პროდუქტები არა მხოლოდ აქციისთვის ვიყიდე, არამედ 30 დღიანი გამოწვევის ბოლო დღეს იმ პროდუქტებით დავაგვირგვინე, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. დღეს კი, 31 დეკემბერს ვწერ ამ მოკლე შეჯამებას და ვფიქრობ … ტრადიციად ხომ არ დამენერგა ასეთი ტიპის აქტივობა წინასაახალწლოდ?

მოცემული სტატია კი აქციის შედეგების გაცნობას ემსახურება.

ყოჩაღ ორგანიზატორებს!
თათული ქართველიშვილი
გიორგი ხორბალაძე
დათი აბრამიანი

მადლობა მხარდამჭერ ორგანიზაციებს!
Goodwill Digomi
მოძრაობა kar.ge
BAGI
Startup მარანი

განსაკუთრებული მადლობა მოხალისეებს, რომლებიც ორგანიზატორებს გვერდით ედგნენ და გუდვილში საქმიანობაში ეხმარებოდნენ:
გიორგი ხორბალაძე
ლევან ხორბალაძე
იაკო ნადირაძე
სალომე სამადაშვილი
ბაჩო ბოლქვაძე
ნინი ხუჭუა
ბექა ჭიკაიძე

განსაკუთრებული მადლობა გიორგი მაისურაძეს, რომელმაც თავისი კოოპერატივის წარმოებული 10 კგ თაფლი გადასცა ახალგაზრდებს ამ კეთილი საქმისთვის.

შეკრებილი ქართული წარმოების პროდუქცია ახალგაზრდებმა სამ ბავშვთა სახლში მიიტანეს: თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი ნუცუბიძეზე, საქველმოქმედო ფონდი მეუნარგიას ქუჩაზე, სოფელ გლდანის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი.

ქვემოთ გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს. ცხადია აქ ჩანან ორგანიზატორები და პროდუქცია, ასევე ბავშვთა სახლების ხელმძღვანელები.

DSC_0008 DSC_0016 DSC_0017 DSC_0025 DSC_0029 DSC_0040 DSC_0043 DSC_0046 DSC_0049 DSC_0052 DSC_0059 DSC_0060 DSC_0065 DSC_0069 DSC_0075