ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

იოგურთი სანტისიმო ამორე ვიყიდე გამოწვევის 21-ე დღეს

დღეს იოგურთი სანტისიმო ამორე ვიყიდე კარფურში, ქარვასლაში

მახსოვდა ძველი იოგურტები, მოცულობაშიც მეტი იყო, სქელიც, გემრიელიც …

პირველად გავსინჯე დღეს ეს „ვერსია“ …

2.35 ღირს ეს ერთი ციდა, ალბათ 250 მილილიტრიანი პლასტმასის ბოთლი

უნდა ვაღიარო, რომ იმ ძველი უფრო კარგად მახსოვს …

ჩართვის ადგილი და მოწოდება შედგა 100%!

დღევანდელი ვიდეო

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: https://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.