ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ინდუსტრიალიზაცია … ოღონდ სტრანდარტული გაგებით არა!

არა რა …
ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტების პროფესორები რომ იტყვიან მაინც სულ სხვაა …
თუნდაც ისეთი რამ თქვან, ათასჯერ რომ გითქვამს აქამდე …
ნეტა ეხლა მაინც შეისმინონ მათ, ვისაც ეს ეხება …

თბილისში 2 დღის განმავლობაში [4 და 5 აგვისტოს] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები – დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი იმყოფებიან. რატომ? ძალიან საინტერესო ეკონომიკური ფორუმი იმართება, რომლიც მიზანია იმ გზების მოძებნა, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას რომ დააჩქარებს.

არ დაგიმალავთ და თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მაგრამ გამოსვლელებმა, განსაკუთრებით კი ბნ. დანი როდრიკმა ისეთი რამეები წარმოადგინეს, რომ ძალიან ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რომ იქ მოვხვდი. ფაქტიურად ადამიანმა მთავრობის იქ მყოფ პირებს პოლიტიკის დონეზე „ჩამოუყალიბა“ ის, რასაც საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და მოძრაობა KAR.GE პრაქტიკულად აკეთებენ. ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს და თუ პრეზენტაციის ფაილი მოვიპოვე, უფრო დეტალებში შევალ.

ეხლა კი მთავარზე გავამახვილებ მხოლოდ ყურადღებას, რაზედაც საუბარი იყო: მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაგალითების საფუძველზე გამომსვლელმა პროფესორებმა წარმოადგინეს „ინსტრუმენტები“, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნებმა ამოქაჩეს თავიანთი ეკონომიკები:

პირველი და ყველაზე მიღებული გზა, რომლითაც ბევრმა ქვეყანამ ზრდას მიაღწია არის საგარეო სესხის აღება და სახელმწიფო ხარჯები. აღინიშნა, რომ სესხით შეიძლება ბევრი რამ სწრაფ ტემპში გააკეთო და თუ ყველაფერს სწორედ გააკეთებ ზრდაც გექნება. სახელმწიფო ხარჯები კი ხშირ შემთხვევაში ასევე არის ეკონომიკის ზრდისათვის მიმართულების მიმცემი წყარო. თუმცა ერთიც და მეორეც უარყოფით ეფექტებს იწვევს და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მეშვეობით მყარი ზრდა ვერ გექნება. როგორც კი ეს ნაწილი გაშიფრეს, მაშინვე გამახსენდა 2003 წლიდან რელსებზე დამდგარი საქართველოს ეკონომიკა, სადაც ზრდა სწორედ ამ ორი კომპონენტით მიიღწეოდა და ეს ნამდვილად იყო შედეგის მომტანი იმ პერიოდში.

გაცილებით უკეთესი გზაა განათლებაში და ტექნოლოგიებში ინვესტიცია, რომლებიც ყველანაირი პროგრესისა და წინსვლის საფუძველია. საქართველოში ამ ეტაპზე მე მგონი არც გადავსულვართ. განათლებაშიც და ტექნოლოგიებში უდიდესი ჩამორჩენა გვაქვს. თან ხაზი იმასაც გაესვა, რომ ინოვაციებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის ბმული სუსტია.

მაგრამ,

თუ ოდესმე რომელიმე ქვეყანამ სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა მიიღო გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იყო მხოლოდ ინდუსტრიალიზაციის გზით!!! წარმოებების განვითარების გზით!!! და იქვე ჩამოაყალიბდა თუ როგორ უნდა შეხედო ინდუსტრიალიზაციას [არა ისე, როგორც უყურებენ ხოლმე ამ თემას] ახლებურად … ეს რას ნიშნავს? არა იმას, რომ აქცენტი გააკეთო ბევრი საწარმოს გახსნაზე, ბევრი ადამიანის დასაქმებაზე, წარმოებებისათვის იაფი კაპიტალის მიწოდებაზე და ა.შ. რაც არაა სახელმწიფოს საქმე … არამედ აქცენტის გაკეთება იმაზე, რაც მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებშია “თემა”, ანუ მომხმარებლის მოთხოვნაზე. საუბარია იმაზე, რომ ბაზარია ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ მომხმარებელი არის დღეს მეფე და მასზე უნდა იყოს მიმართული მთელი ინდუსტრიალიზაცია.

მე დღეს აშკარად დავინახე ერთი: ის რაც გამომსვლელმა პროფესორებმა თქვეს პრინციპულად აყირავებს ბევრ სახელმწიფო პროგრამას!!!