ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
იამაყეთ! ქართული ინოვაციური თამაში - Warlock VR - 3D Jam 2.0 გამარჯვებულთა შორისაა!

იამაყეთ! ქართული ინოვაციური თამაში – Warlock VR – 3D Jam 2.0 გამარჯვებულთა შორისაა!

უმაგრესი ამბავი მინდა გამცნოთ…

ქვეყანა წინ მიდის და არა მხოლოდ ღვინის, თხილის და ა.შ. სფეროებში. ეს ინოვაციურ მიმართულებას ეხება, სადაც ბოლო 2 წლის მანძილზე საქართველოში GITA-ს თამადობით დიდი ამბები ხდება. მაგრამ მოდი ცოტა შორიდან შემოვუვლი, რომ უფრო გასაგები იყოს რამოდენა მნიშვნელობა აქვს ამ ერთი შეხედვით „მცირე“ წარმატებას.

კომპიუტერი უკვე მრავალი ათწლეულია არსებობს. თავიდან მასთან ადამიანები მხოლოდ კლავიატურით ვურთიერთობდით, თუმცა შემდეგ მაუსი მოიგონეს და „ცხოვრებას აზრი მიეცა“. მას შემდეგ მრავალი ათწლეული გავიდა, მაგრამ კლავიატურა და მაუსი დღემდე მყარად შემორჩა. ყველაზე გვიან კი Touchpad შემოვიდა აქტიურ სარგებლობაში. სულ ბოლო და ცინცხალი სიტყვა ამ თვალსაზრისით კი Leap Motion-ია.

Leap Motion მოწყობილობაა, რომელიც კომპიუტერთან ხელებით ინტერაქციის საშუალებას გაძლევს. Kinnect იცით რაცაა? ჰოდა Leap Motion მისი „ნათესავია“. მისი მეშვეობით პრაქტიკულად კომპიუტერში „აფათურებ ხელებს“ და აკეთებ იმას, რაც აქამდე თითქოს წარმოუდგენელი იყო. აი თავად ნახეთ Leap Motion-ის ვებსაიტი და მიხვდებით რაზეა საუბარი. და ვინ აიტაცა Leap Motion პირველ რიგში? რა თქმა უნდა გეიმერებს ვერავინ დაასწრებდა.

მოკლედ, Leap Motion თავისი პროდუქტის ბაზარზე სტიმულირებისათვის უკვე მეორე წელია ატარებს თამაშების დეველოპერების მიერ Leap Motion-ზე დაყრდნობით შექმინილი თამაშების კონკურსს. და წელს ამ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა StromBringer Studios თამაშით Warlock VR. დემო ნახეთ აქ. ეს უმაგრესი ამბავია. ეს იმ დონის გამარჯვებაა პრიზებს ვიღა ჩივის, მაგრამ მაინც … პრიზების სრული სია ასე გამოიყურება: $7,500 USD, Unity Pro ლიცენზია, 1 OSVR HDK, და 1 NVIDIA GeForce GTX 980 Ti გრაფიკული კარტა..

WarlockVR ქართული თამაშების სტუდია – StormBringer Studios-ის მიერ შექმნილი თამაშია, რომელიც Oculus Rift-ს და Leap Motion-ს იყენებს. პირველი არის ვირტუალური რეალობის სათვალე, მეორე კი კომპიუტერზე მიერთებული მოწყობილობაა, რომლითაც პრაქტიკულად შედიხარ ვირტუალურ რეალობაში. თამაში ILIAUNI-ს Gamepab-ში შეიქმნა.

ვულოცავთ ყველა ადამიანს, რომელსაც თავისის წვლილი აქვს შეტანილი ამ გამარჯვებაში, პირველ რიგში კი StormBringer Studio-ს და მის დაუღალავ გუნდს! კიდევ მეტი გამარჯვება გეზეიმოთ მეგობრებო!