ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
თექის საახალწლო ნაძვის ხე

თექის საახალწლო ნაძვის ხე – თექამიქსის წინასაახალწლო სასაჩუქრე პროდუქცია

თექის ბევრი ხელნაკეთი პროდუქცია მინახავს, მაგრამ შეხვედრისას თეონამ ეს ნაძვის ხეები რომ მაგიდაზე გაშალა დავმუნჯდი ისეთი სილამაზე დავინახე თვალწინ. გარწმუნებთ, ეს სურათები ვერ ასახავენ ამ სილამაზეს, თუმცა 18-20 დეკემბერს მათი ხილვაც შეგეძლებათ და ყიდვაც. მით უმეტეს, რომ ფასი ძალიან, ძალიან ხელსაყრელია.

თექის საახალწლო ნაძვის ხე – ხელით შექმნილი საახალწლო აქსესუარია, რომელიც დამზადებულია ნატურალური მატყლითა და აბრეშუმით, თითოეულს აქვს განუმეორებელი დიზაინი (ორი იდენტური ნაძვის ხე არ არსებობს), ქმნის საახალწლო განწყობას, მრავალი წელი შეძლებთ მის გამოყენებას. პატარა ჯიბე, რომელიც ნაძვის ხეს წინ აქვს დამაგრებული კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას, ჯიბეში შეგიძლიათ მოათავსოთ მისალოცი ბარათი, საახალწლო სურვილების ჩამონათვალი და ა. შ.

თექის საახალწლო ნაძვის ხე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ კედელზე, ფანჯარაზე, კარებზე და შეიქმნათ საახალწლო განწყობა, ასევე შესანიშნავი სადღესასწაულო  საჩუქარია ახლობლებისათვის, ჩვენ ვამზადებთ ასევე ინდივიდუალური დიზაინის ნაძვის ხეებს მომხმარებლის სურვილის შესაბამისად კონკრეტული ადამიანებისთვის ან კორპორატიული საჩუქრებისათვის, შესაძლებელია წარწერის და ლოგოს განთავსება. ფასები 10-25 ლარი

მინიშნება ჩემგან …

რას ყიდულობ წინასაახალწლოდ, როცა სტუმრად მისულს ხელი გინდათ დაიმშვენოთ რამე ნაღდი ქართულით, ეროვნულით? ღვინოს ხომ? ჩურჩხელას და ა.შ. ხომ? გიფიქრია რამე უფრო „გრძელვადიანი“ და მშვენიერით დაიმშვენო ხელი? სწორედ ესაა შანსი … გარდა ამისა თუ თქვენს ორგანიზაციაში გინდა თანამშრომლებს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთო, აი თქვენ უნიკალური შესაძლებლობა. მეტიც, თქვენებური დიზაინების გაკეთებაც კი არის შესაძლებელი, მაგალითად თექის საახალწლო ნაძვის ხეზე თქვენი კომპანიის ლოგო რომ იყოს. დრო არის … საქართველოში ხომ ქეიფები 19 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

დაურეკეთ თექამიქსის წარმომადგენელს და შეუკვეთეთ თქვენთვის ესკლუზიურად დამზადებული თექის წინასაახალხლო ნაძვის ხე.

თამუნა სუთიძე
597 100 101
t.sutidze@gmail.com
https://www.facebook.com/tamuna.sutidze

 

* 18-20 დეკემბერს გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ 2015 წლის 18, 19 და 20 დეკემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას მიერ ორგანიზებულ ხარისხიანი ქართული პროდუქტების სამ დღიან წინასააახალწლო გამოფენა-გაყიდვაში – “kar.ge ქართული ქარვასლა”.  ანონსი იხილეთ აქ.