ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

თაფლის ფესტივალი, 13-14 აგვისტო, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან

13-14 აგვისტოს აჭარაში, უკვე მეორედ, თაფლის ფესტივალი გაიმართება, სადაც თაფლსა და თაფლის პროდუქციას ადგილობრივი და რეგიონის წარმომადგენელი მეფუტკრეები წარადგენენ. შარშანდელთან შედარებით, წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურია და ორი დღე გაგრძელდება.

შანშანდელი თაფლის ფესტივალი ჩვენც გავაშუქეთ. ანონსიც დავდეთ და ფოტორეპორტაჟიც. ჩვენ თვითონ იქ არ ვყოფილვართ, მაგრამ ფოტოები მოგვაწოდეს ორგანიზატორებმა. წელს კი ჩავალ ადგილზე და ჩემი თვალით ვნახავ.
13 აგვისტოს, 12:00 საათიდან, ფესტივალი ოფიციალურად ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიხსნება, ხოლო 14 აგვისტოს, 12:00 საათიდან ვიზიტორები ფესტივალს გონიოს ციხეში ეწვევიან. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 24 მეფუტკრის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან.

სრულად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ!