ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

თან საჩუქარი თამაშდება :) „ფარკონი“-ს გვირილას ყვავილი, მუხის ქერქი და სინამაქის ფოთოლი გამოწვევის 26-ე დღეს ვიყიდე

გვირილას ყვავილი …
მუხის ქერქი …
სინამაქის ფოთოლი …

ესენი მხოლოდ სამი წარმომადგენელია “ფარკონი”-ს პარასამკურნალო მცენარეული საშუალებების სერიიდან, რომელიც დღეს თბილისში, ჩუბინაშვილის 2-ში შევიძინე PSP-ს აფთიაქში. ფასები: 2.1, 1.23 და 1,57 ლარი შესაბამისად.

ვინც არ იცით, სასმელის დაყენების ინსტრუქციები ნახეთ კომპანიის გვერდზე: გვირილას ყვავილის, მუხის ქერქის, სინამაქის ფოთლის. იქვე ნახეთ პარასამკურნალო მცენარეების სრული სია და დეტალური ინფორმაცია.

და რაც მთავარია,

“ფარკონი”-სგან პროდუციის საახალწლო ნაკრები საჩუქრად მას, რომელიც პირველი იყიდის ამ სამიდან რომელიმე პროდუქტს და სურათს ჩეკთან ერთად დაურთავს ქვემოთ კომენტარის სახით ამ სტატიაზე, ან მოძრაობა KAR.GE-ს FB გვერდზე გაზიარებული პოსტის კომენტარის სახით 🙂

ISO 22000 სერტიფიცირებული შპს “ფარკონი” 1997 წელს დაარსების დღიდან დაკავებულია სამკურნალო მცენარეული ნედლეულისა და ველური კენკრის ექსპორტით. 2016 წელს USAID პროგრამა REAP-ის დახმარებით კომპანიამ გახსნა ახალი საწარმო ქუთაისში. აქ ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და თანამედროვე გადამამუშავებელი დანადგარებითა კომპანია უკვე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, სუფთა და ნატურალურ პროდუქციას საერთო ჯამში 4,000 კვადრატული მეტრის საერთო საწარმოო ფართში. შპს “ფარკონის”-ს მფლობელობაშია სამი ბრენდი: ფარკონი, ხომლი და ქართული დაფნა.

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, დადეთ ფოტო ან ვიდეო FB-ზე და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!