ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნადირობა

ზვიგენზე ნადირობა „რაგბის წესებით“?

მინიშნება: რაგბი უნდა გესმოდეს ამ იუმორის „ვიტამინები“ გაიგო. კერძოდ კი უნდა გესმოდეს ახალ ზელანდიელთა და ინგლისელთა სარაგბო  დაპირისპირების “ფესვები“.

 

ახალ ზელანდიაში მოგზაურობისას რომის პაპმა სანაპიროზე გაისეირნა. უცებ დაინახა ინგლისელის მორაგბის მაისურით მოცურავეს უშველებელი ზვიგენი დაესხა თავს. პაპს თავზარი დაეცა ამის ნახვაზე. უცებ სად იყო და სად არა ახალი ზელანდიელის მორაგბის მაისურიანი სამი ადამიანი ნავით სასწრაფოდ მიცურდა. ერთმა ჰარპუნი გაარტყა ზვიგენს, დანარჩენმა ორმა დაჭრილი ზვიგენი ნაპირზე ამოათრია და თავი გაუჭეჭყა.

პაპი მაშინვე მუხლებზე დაეცა და შესძახა:

– დამილოცნიხართ შვილებო თქვენი ასეთი გაბედული ქმედებისათვის! გამიგია, რომ ახალ ზელანდიელებსა და ინგლისელებს შორის დიდი დაპირისპირებაა, მაგრამ აქ ისეთი რამ ვნახე, ვერც კი წარმოვიდგენდი და თვალებს ჯერაც არ ვუჯერებ …

როგორც კი პაპი წავიდა ერთი ახალ ზელანდიელი ეკითხება მეორეს:

– ეს კაცი ვინ იყო?

– რომის პაპი! ის კაცი ღმერთთან პირდაპირ კავშირშია და ღვთის ყველა სიბრძნე იცის.

– მართლა? შეიძლება ღმერთთან ახლოსაა, მაგრამ ზვიგენზე ნადირობის საერთოდ არაფერი გაეგება. რა შვება ჩვენი სატყუარა? ჯანზეა თუ ახალი ვიშოვოთ?