ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ზანდუკელი, ნატახტარი და ზედაზენის ლიმონათები ბერლინშია აღმოჩენილი

უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოებისათვის. ჩვენი ძველი კამპანია – „დაიპყარი მსოფლიო“ ძალაშია. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა. დიდი მადლობა ანა!

ეს ლიმონათები სამივე გასინჯული მაქვს. საინტერესოა გერმანიაშიც იგივე გემო აქვს რაც საქართველოში? თუ რამე „სპეციფიკურს“ უკეთებენ საექსპორტოს?

მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებთ …

მეგობრებო,

თქვენი ერთი სურათით აქ საშუალებას მოგვცემთ ათასობით ადამიანს ვაჩვენოთ დადებითი, პოზიტივი. დიახ, უცხოურ დახლზე ქართული პროდუქტი დადებითია. რაც მეტი გაიყიდება ექსპორტზე მით უკეთესი. ამიტომ გთხოვთ ნუ დაიზარებთ ფოტოს გადაღებას და გამოგზავნას.

ლიმონათები-ბერლინი (1)

ლიმონათები-ბერლინი (2)

ლიმონათები-ბერლინი (3)