ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართულია & kar.ge-ა!

ვიწყებთ ქართული & kar.ge საქმის კეთებას

ქართულია & kar.ge-ა!

დაახლოებით 15 თვის წინ, 2013 წლის დეკემბერში Nx-ზე გამოსვლისათვის – „დაილოცა ქართული“ როდესაც ვემზადებოდი ერთი მიზანი მქონდა – საკითხი ღრმად შემესწავლა და შემემოწმებინა იყო თუ არა ეს ქართული თემა აქტუალური. ყოფილა და მერე როგორ … კონსტრუქციული კრიტიკაც [მაგალითად აქ] იყო და ტალახის სროლაც [YouTube-ზე], რასაც ველოდი კიდეც.

თითქმის 1 წლის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში, მრავალ დაინტერესებულ ადამიანთან საუბრების და იდეის არაერთხელ გაშარაშინების შემდეგ ისევ გავრისკე და გავაკეთე 30 დღიანი გამოწვევა – ქართული ყველაფერი კარგია!. გამოწვევამ აშკარად გაამართლა, ჩართულობაც გამოიწვია და ჩემთვის მეტად საინტერესო გამოცდილებაც მომცა.

მიღწეულზე გაჩერება არ მჩვევია. ასე რომ, შედეგების გაანალიზების შემდეგ ხმა გავავრცელე მეორე რაუნდის დაწყების სურვილის შესახებ. შევიკრიბეთ მცირე გუნდი, გავაკეთეთ საიტი – https://kar.ge, გავწერეთ მოქმედების სტრატეგია & ტაქტიკა, დავგეგმეთ დაწყება და აჰა, ვიწყებთ კიდეც.

მოკლედ, 10 თებერვალს გულანთებულ თანამოაზრეებთან ერთად ვიწყებთ 30 დღიან მეგა გამოწვევას – ქართულია & kar.ge-ა! მიზანი: ქართული & kar.ge პროდუქციის ყიდვა გავხადოთ საამაყო!

შემოგვიერთდით …