ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[ვიდეო] სასწაულია პირდაპირ … მთიულური მაწონი თიხაში! გამოატრიალებ? არც კი ვარდება …

ორიგინალური შეფუთვაა? კი, ნამდვილად!

გემო როგორი აქვს? სასწაული!

სისქე როგორი აქვს? თავად ნახეთ ვიდეო … გადმოატრიალებ და არც კი ვარდება!

ფასი როგორი აქვს? 5 ლარი!

სად იყიდება? მე ნიკორა XL-ში ვიყიდე დიღმის ტრასაზე!

ხშირად ვიყიდი თუ არა? ვერა, ძვირია ჩემთვის!

მაწვნის დამფასებელი 100 ადამიანიდან, 99-ს ეს აზრი გაუჩნდება, რაც აქ დავწერე!

ეფექტურია თუ არა ვიდეო? თავად განსაჯეთ!

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: https://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.