ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ვეძის წყალი – ყვარელი

ვეძის წყალი-ყვარელი  ქართულია & kar.ge-ა!

ჩემი გამოწვევა ინდმეწარმეების და მცირე მწარმოებლების აღმოჩენის პერიოდად იქცა, სიმართლე გითხრათ ძალიან მომწონს ეს როლი …

მოდით, ერთად დავეხმაროთ ამ ადამიანებს გახდნენ კიდევ უფრო დიდები და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და ძალით აკეთონ ქართულია & kar.ge საქმე…

დღეს ყვარლის უნიკალურ მინერალურ წყალს გაგაცნობთ – ვეძის წყალი – ყვარელი;

სულხან საბას ლექსიკონში სიტყვა “ვეძა” განმარტებულია, როგორც მლაშე წყალი, სწორედ ამიტომ ამ დასახელებით ბევრი მინერალური წყარო მოიძებნება საქართველოში…

ვეძის წყალი-“ყვარელი” ყვარლის მთების “ნაშობია” და თუ ადგილობრივებს ვერწმუნებით, გარდა იმისა, რომ ნაბახუსევის უებარი წამალია, ძალიან უხდება კუჭ-ნაწლავის ბევრ დაავადებასაც.

სამწუხაროდ ვეძის წყალს ინდმეწარმე ასხამს და მხოლოდ ყვარლის შემოგარენში ყიდის. შესაბამისად ვერც ეტიკეტის ხარისხით და ვერც რეკლამით დაიკვეხნის. არადა პირადად ჩემი აზრით, ეს წყალი შემადგენლობით და გემოვნური თვისებებით აშკარად არ ჩამოუვარდება კარგად რეკლამირებულ ბორჯომსა და ნაბეღლავს.

ვიმედოვნებ, რომ მალე ამ წყლის ყიდვა თბილისშიც შეგვეძლება და აქაც ვისიამოვნებთ ამ შესანიშნავი გემოთი.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.